ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის უმსხვილესი კორპორაცია შანხაიში ქართული პროდუქტების იმპორტის მხარდაჭერას „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობით გეგმავს
პოლიტიკა - 18:03, 27 Sep, 2019     561

„საპარტნიორო ფონდს“ ჩინეთის უმსხვილესი საერთაშორისო ვაჭრობის კორპორაცია „DLG International Trade Group“ -ის დელეგაცია ეწვია. დელეგაციას კორპორაციის პრეზიდენტი დევიდ ხუა ხელმძღვანელობს.

ჩინურ კორპორაცია „DLG International Trade Group“-ს წელიწადში 15 მლრდ-ზე მეტი მოცულობის ბრუნვა აქვს და ექსპორტის მომსახურების, საერთაშორისო ვაჭრობისა და ადამიანის რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობს.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჩინეთის დელეგაცია ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს ეცნობა და „საპარტნიორო ფონდთან“ პარტნიორობით ქართული ნატურალური პროდუქტების შანხაისა და ნანძინში იმპორტის ხელშეწყობას გეგმავს. ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის კორპორაცია ფონდის ჩართულობით ქართველ მეწარმეებს ამა წლის ნოემბერში დაგეგმილი ჩინეთის ყოველწლიურ საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე იწვევს.

„დაინტერესებულები ვართ, რაც შეიძლება მეტი ქართული პროდუქტი იყოს წარმოდგენილი შანხაის ბაზარზე. ჩვენ ქართული პროდუქტის გაყიდვების ხელშეწყობასთან დაკავშირებით გრძელვადიანი თანამშრომლობის იმედი გვაქვს, რასაც ჩინეთში დაგეგმილი საერთაშორისო იმპორტის გამოფენა და ასევე, შანხაისა და ნინძინში გრძელვდიანი საგამოფენო სივრცეების ათვისებაც შეუწყობს ხელს.

ფონდში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა ჩინეთის უმსხვილესი საერთაშორისო სავაჭრო კორპორაცია „DLG International Trade Group“ -ისა და Donaghao Lansheng Group-ის წარმომადგენლებმა მიიღეს. „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტმა ჩინეთის მხარეს ფონდში მიმდინარე პროექტები გააცნეს. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ჩინეთის პარტნიორობის გაღრმავების, ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და ორ ქვეყანას შორის არსებული „თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების“ ხელშეკრულების ფარგლებში, გააქტიურების შესახებ იმსჯელეს.

„საპარტნიორო ფონდი მზად არის, ქართულ კომპანიებს ჩინეთის უდიდესი ბაზრის ათვისებასა და ქართული ნატურალური პროდუქტების პოპულარიზაციაში დაუჭიროს მხარი, რაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს“, განაცხადა ფონდში გამართულ შეხვედრაზე „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი დანელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42