"დიალოგი აუცილებელია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს საზოგადოების ზურგს უკან, მარტო და პირისპირ ოკუპანტ სახელმწიფოსთან"-ბოკუჩავა
პოლიტიკა - 16:39, 27 Sep, 2019     727

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი თინა ბოკუჩავა საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ეხმაურება. გაერთიანებული ოპოზიციის წევრის შეფასებით, შესაძლებელია, მსგავსი ტიპის ორმხრივმა შეხვედრებმა ნელ-ნელა დაასუსტოს ჟენევის ფორმატი და შემდეგ ჩაანაცვლოს, რაც მისი შეფასებით, უკიდურესად შემაშფოთებელი იქნება.

"უკიდურესად სახიფათოა ორმხრივი შეხვედრები, რომელიც საზოგადოების ზურგს უკან იმართება და, სადაც არ არიან წარმოდგენილი როგორც მხარეები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, როგორც ხდება ჟენევის ფორმატში.

სწორედ ამიტომ დავიბარეთ მინისტრი ზალკალიანი პარლამენტში, მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება, თუ რაზე იყო საუბარი ამ შეხვედრაზე, ასევე რატომ არ ხდება იგივე საკითხების განხილვა ჟენევის ფორმატში, სადაც წარმოდგენილი არიან ამერიკელები, ევროკავშირის წარმომადგენლები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ვისი თანდასწრებითაც რუსეთს გაუჭირდება ჩვენი ხელისუფლებისთვის, რაოდენ პრორუსული არ უნდა იყოს და რაოდენ მოსკოვის კაცად არ უნდა აფასებდეს მას ესა თუ ის ევროპული გამოცემა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დათმობა იქნება ბევრად რთული იქ, სადაც არის მრავალმხრივი ფორმატი და, სადაც არამხოლოდ როგორც ორგანიზატორები, არამედ როგორც მხარეები არიან წარმოდგენილი საერთაშორისო პარტნიორები.

არც ერთი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი არ მოიწონებს იმას, რომ მოხდეს დროთა განმავლობაში ჟენევის ფორმატის ჩანაცვლება, რადგან ძალიან კარგად ესმით, რომ პირისპირ დარჩენილი საქართველო რუსეთის ფედერაციასთან ყოველთვის იქნება დათმობის რეჟიმში, რუსეთი ყოველთვის ეცდება, მოლაპარაკებებში რაც შეიძლება მეტი დაათმობინოს ქართულ მხარეს, რაც არ უნდა მისთვის მოსაწონი ხელისუფლება იყოს ახლა დროებით საქართველოში და რაც არ უნდა მიესალმებოდეს გავრილოვით დაწყებული სხვა თანამდებობის პირებით დამთავრებული გახარიას გაპრემიერებას"- აღნიშნა დეპუტატმა.

თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ რუსეთთან პირისპირ დარჩენა სახიფათოა.

„პირისპირ რუსეთთან დარჩენა არის სახიფათო. ეს არის ცალსახა და გამორიცხულია, ჩვენი ნებისმიერი სტრატეგიული პარტნიორი ამას მიესალმოს. ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლების ცვლილების შემდგომ უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკებები რუსეთთან. არასდროს არ შეიძლება, ვიყოთ მომხრე იმისა, რომ შეჩერდეს მოლაპარაკებები, დიალოგი აუცილებელია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს საზოგადოების ზურგს უკან, მარტო და პირისპირ ოკუპანტ სახელმწიფოსთან რომლიც ყოველთვის ეცდება, ფეხქვეშ გათელოს ეროვნული ინტერესები“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42