საქართველოს ბანკის ორგანიზებით საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ კონფერენცია გაიმართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:13, 27 Sep, 2019     1467

საქართველოს ბანკის ინიციატივით, დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებით, საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მთავარ მიზანს წარმოადგენდა უცხოელი ინვესტორებისა და პოტენციური პარტნიორებისთვის საქართველოს, როგორც ყველაზე ლიბერალური საგადასახადო სისტემის, სტაბილური მაკროეკონომუკური გარემოსა და მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნის გაცნობა. ინვესტორებმა მიიღეს ინფორმაცია საბანკო სექტორისა და უძრავი ქონების ბაზრის შესახებ, საქართველოში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე და დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე.

„საქართველოს ბანკის უნიკალური შეთავაზება ჩვენი დაგროვილი ქონების მართვის კლიენტებისთვის, სტაბილურობასა და მიმზიდველ ამონაგებთან ერთად, არის ის შესაძლებლობები, რასაც საქართველოში ინვესტირება ჰქვია. ამ მიმართულებით დიდია ინტერესი ჩვენი კლიენტების მხრიდან, რაც საქართველოს საბანკო სისტემისადმი მაღალ ნდობაზე და საქართველოზე, როგორც ინვესტირებისთვის მიმზიდველ ქვეყანაზე მეტყველებს. მე მოხარული ვარ, რომ გვქონდა შესაძლებლობა ინვესტორებისთვის მიგვეწოდებინა დეტალური ინფორმაცია საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ჩვენი მიზანია, გავაცნოთ ჩვენს არსებულ თუ პოტენციურ პარტნიორებს საქართველო - როგორც მზარდი ეკონომიკის და განვითარებაზე ორიენტირებული მიზნების მქონე ქვეყანა “, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

საქართველოს ბანკი დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებით 2005 წლიდან მუშაობს. ბანკი მსოფლიოს მასშტაბით 70-ზე მეტი ქვეყნის მომხმარებელსა და მის ოჯახს ემსახურება. საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და დიდ ბრიტანეთში წარმომადგენლობითი ოფისების საშუალებით ოპერირებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42