ხანგოშვილის მკვლელი რუსეთის მილიცის ყოფილი მაიორი ვლადიმერ სტეპანოვია - The New York Times
პოლიტიკა - 15:58, 27 Sep, 2019     1340

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი სავარაუდოდ რუსეთის მილიცის ყოფილი მაიორი ვლადიმერ სტეპანოვია, წერს The New York Times-ი, ანონიმურ ელექტრონულ დაყრდნობით, რომელიც გამოძიებამ მიიღო.

2005 წელს, პეტერბურგის პოლიციის განყოფილების უფროს ოპერმუშაკ სტეპანოვს მოსკოვის სასამართლომ 24 წელი მიუსაჯა. მას კონცერნ "პრომმაშინინსტრუმენტის" გენერალური დირექტორის. ელენა ნეშერეტის მკვლელობა და საბრძოლო მასალებიოს უკანონო შეძენა-შენახვა-რეალიზაცია ედებოდა ბრალად. გამოძიების მასალების თანახმად იგი დანაშაულებრივ დაჯგუფებასთანაც თანამშრომლობდა. აღსანიშნავია, რომ სტეპანოვი ჩეჩნეთის ომშიც იღებდა მონაწილეობას.

NYT-მა ევროპის პოლიციის წარმომადგენელს, რომელიც სახეების ამოცნობის სპეციალისტია, ორი ფოტო წარუდგინა, რომელიც სტეპანოვის სასამართლოს დროსაა გადაღებული. ექსპერტმა დაადასტურა, რომ 90% ალბათობით სტეპანოვი და ხანგოშვილის მკვლელი ერთი და იგივე პიროვნებაა.

ამავე დროს, რადიო "თავისუფლება" წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სტეპანოვი ამჟამადაც რუსეთის ერთერთ კოლონიაში იხდის სასჯელს. The Insider-ის მთავარი რედაქტორი რომან დობროხოტოვი აცხადებს, რომ მისი გამოცემა Bellingcat, Spiegel Online და "Досье"-თან ერთად მკვლელის ვინაობის დადგენის მიზნით სპეციალურ ჟურნალისტურ გამოძიებას ჩაატარებს.

გერმანელმა გამომძიებლებმა ოფიციალურად მიმართეს რუსეთის მხარეს, რომ ოფიციალურად დაადასტურონ, არის თუ არა ბერლინშ დაკავებული ადამიანი სტეპანოვი. რუსეთის მხრიდან პასუხი ჯერ არ მოსულა.

სტეპანოვი ამჟამად ყოფილი სამართალდამცავების მკაცრი რეჟიმის კოლონიაში უნდა იმყოფებოდეს, რომელიც ნიჟეგოროდის ოლქში მდებარეობს. სტატიის ავტორი აცხადებს, რომ თუ ის იქ არ აღმოჩნდა, მაშინ ის ვადაზე ადრე გაუთავისუფლებიათ, რათა შეკვეთილი მკვლელობა განეხორციელებინა.

გერმანელი გამომძიებლები ჯერჯერობით გადაჭრით პასუხს არ იძლევიან ან საკითხთან დაკავშირებით და არ გამორიცხავენ, რომ ელექტრონული წერილი შესაძლოა გამოძიების დაბნევის მიზნით არის მოწერილი.

რაც შეეხება დაკავებულ პირს, , როგორც ცნობილია, მას აღმოუჩინეს ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტი. როგორც დადგინდა მსგავსი მონაცემების პიროვნება "Роспаспорт"-ის ბაზაში არ არსებობს. აქედან გამომდინარე, გამომძიებლებიც და ჟურნალიტებიც პირდაპირ აცხადებენ, რომ ამ ადამიანს რუსეთის საზღვრის გადმოკვეთა მხოლოდ სპეცსამსახურების დახმარებით შეეძლო.

საინტერესოა, რომ ჩეჩნების დიასპორის ერთერთმა წარმომადგენელმა "სოკოლოვში" ამოიცნო ეთნიკურად რუსი "კაზბეკი", რომელიც 1999-2000 წელს სოფელ შატოეში ცხოვრობდა და ჩეჩნების მხარეს იბრძოდა. იგი აცხადებს, რომ "კაზბეკმა", რომელიც სავარაუდოდ სპეცსამსახურის მიერ იყო ჩანერგილი, შესძლო ჩეჩენთა ერთერთ საბრძოლო რაზმში ნდობის მოპოვება, ხოლო შემდეგ ამავე რაზმის რამდენიმე მებრძოლი რუსებს "ჩააბარა". ამ ღალატის შემდეგ "კაზბეკი" ჩეჩნეთიდან გაქრა.

"ის რუსია, მაგრამ სახელად კაზბეკ შამიები დაირქვა. თავის გარეგნობას იმით ამართლებდა, რომ მას დედა ყავდა რუსი. ეჭვი იქამდე გაგვიჩნდა, სანამ გაიპარებოდა. იგი ადგილობრივ фсб-შნიკთან კავშირში იყო შემჩნეული, მაგრამ რეაგირება ვეღარ მოვასწარით," - წერს დიასპორის ერთერთი წარმომადგენელი Facebook-ში.

"ხმები დადიოდა, რომ ის შემდეგ რუსეთში დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს," - ეხმაურება მას მეორე ჩეჩენი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42