"მეგობრული ურთიერთობა მაქვს , 2010 თუ 2011 წლიდან ვიცნობ. მაშინ, როცა მე ვიყავი საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა სამმართველოს უფროსი, ოთარ ფარცხალაძეც იყო ერთ-ერთი სამსახურის უფროსი და გვქონდა მეგობრული ურთიერთობა. მთავარ პროკურატურაში მივედი მას შემდეგ, რაც ბატონი ოთარ ფარცხალაძე არ იყო მთავარი პროკურორი. მას რეკომენდაცია ჩემთვის არ გაუწევია, თუმცა, მე მივედი მაშინ, როცა მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი იყო. ის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდატორია ჩემი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატობაზე. ასევე პირველი მოადგილე იყო ირაკლი შოთაძე. შესაბამისად, მათი რეკომენდაციით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან გადავედი მთავარ პროკურატურაში საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსად. ეს იყო თუ არ ვცდები 2014 წლის იანვარში" - განაცხადა ვასაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






