"გამბედაობა არ მაკლია და არც ეკა ბესელიას ჩამოვუვარდები ძალითა და გამბედაობით" - თამარ ჩუგოშვილი
პოლიტიკა - 12:57, 27 Sep, 2019     849

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ადასტურებს, რომ ერთ-ერთ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილთან და ეკა ბესელიას ერთად ის მართლაც ესწრებოდა.

მისივე თქმით ის არ აპირებს ეკა ბესელიასთან კამათში შესვლას თუმცა, საზოგადოების კითხვებს აუცილებლად უპასუხებს.

"გამბედაობა არ მაკლია და არც ეკა ბესელიას ჩამოვუვარდები ძალითა და გამბედაობით. სასამართლოების თემაზე არაერთი შეხვედრა გვქონდა. რამდენიმე შეხვედრა იყო, რომელსაც უმრავლესობის სხვადასხვა წევრები ესწრებოდნენ. ერთ-ერთ შეხვედრას მე და ეკა ბესელია ერთად ვესწრებოდით. ყველა შეხვედრა იმას ეხებოდა, როგორ უნდა გაგრძელებულიყო მოსამართლეების დანიშვნის პროცესი მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ათკაციანი სია გამოაგზავნა. მე და ჩემი კოლეგები ამ სიას ვეწინააღმდეგებოდით. ჩემი პოზიცია სიასთან დაკავშირებით იყო და რჩება შემდეგი, რომ მოსამართლეების დანიშვნა იმ ფორმით და იმ სახით, როგორც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოინდომა დეკემბერში, არასწორი, მიუღებელი იყო, ამას საქართველოს პარლამენტი მხარს არ დაუჭერდა და ეს ასეც მოხდა. პარლამენტს იმ სიის განხილვა არ დაუწყია, რადგან შევთანხმდით, რომ ჯერ კანონი პარლამენტს უნდა მიეღო, ხანგრძლივი, რთული პროცესი უნდა ყოფილიყო კანდიდატების დანიშვნა. ჩემს მიმართ კონკრეტულად ვინმეს ხმის მიცემაზე არავითარი საუბარი არ ყოფილა. მხოლოდ იმაზე ვსაუბრობდით, მოსამართლეების დანიშვნის საკითხი როგორ უნდა გაგრძელებულიყო იმის გათვალისწინებით, რომ საბჭოს მიერ წარმოდგენილმა სიამ დიდი პროტესტი გამოიწვია დეპუტატებშიც და საზოგადოებაშიც" - აღნიშნა ჩუგოშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42