"პირველი შესაძლებლობა, პირდაპირ გვეთქვა სათქმელი" - ზალკალიანი ლავროვთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს
პოლიტიკა - 20:42, 26 Sep, 2019     882
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრის შესახებ საუბრობს.
ზალკალიანი აცხადებს, რომ ლავროვთან შეხვედრა ქართულმა მხარემ სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყვიტა, რადგან მიიჩნევდნენ, რომ „პირველი შესაძლებლობა იქნებოდა ასეთ დონეზე რუსეთის ფედერაციისთვის პირდაპირ გვეთქვა სათქმელი“.

„მთელი კვირის განმავლობაში ორმხრივი შეხვედრების დროს პარტნიორებთან განვიხილავდით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე მდგომარეობას. განსაკუთრებით ბოლო ორი თვის განმავლობაში მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციის საკითხს და ცნობილია საზოგადოებისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იყო ძალიან მკაფიო და მკაცრი შეფასებები ამასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ყველა ძირითად აქტორთან, მათ შორის აშშ-სთან, ევროკავშირის წარმომადგენლებთან, ასევე გაეროს ხელმძღვანელობასთან ამ საკითხზე მქონდა სერიოზული დისკუსია, თუ რა დამატებითი საშუალებები და მექანიზმები უნდა ამოქმედდეს იმისთვის, რომ ეს პროცესი იყოს შეჩერებული.

გუშინ შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან მქონდა შეხვედრა, სადაც იყო ინიცირებული მათი მხრიდან შესაძლებლობა, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის და ამ საკითხებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციასთან არის დაკავშირებული და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციასთან, გვემსჯელა შეხვედრაზე, რომელიც ორგანიზებული იქნებოდა შვეიცარიის მისიის და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

ამაზე, რა თქმა უნდა, გვქონდა ასევე კონსულტაციები ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან. გადავწყვიტეთ, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგანაც პირველი შესაძლებლობა ექნებოდა ასეთ დონეზე რუსეთის ფედერაციისთვის პირდაპირ გვეთქვა სათქმელი, ანუ ის მდგომარეობა, სიმართლე, რაც არის დაკავშირებული იქ შექმნილ მძიმე მდგომარეობასთან მიმართებაში.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმსჯელეთ ყველაფერზე, მსჯელობის ძირითადი თემა იყო დეოკუპაცია და უკანონო ბორდერიზაცია. ასევე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული ბევრი პრობლემური საკითხი, მათ შორის რაც დაკავშირებულია ჟენევის მოლაპარაკებებთან და იქ საქართველოს პოზიციასთან და საქართველოს პოზიციასთან მიმართებაში რუსეთის დამოკიდებულებასთან.

ბუნებრივია, ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ შეხვედრის შესახებ აუცილებლად ვაცნობებთ ჩვენს პარტნიორებს და გავაგრძელებთ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სიტუაციის დეესკალიციისკენ“- განაცხადა ზალკალიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42