"ავიღე ჯოხი და პოლიციელს ჩავარტყი" - სროლა და დაშავებული სამართალდამცავი ბოდბისხევში
შემთხვევა - 18:47, 26 Sep, 2019     2262
კახეთში, სოფელ ბოდბისხევში სამართალდამცვებს თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, საქმეში ფიგურირებს ცეცხლსასროლი იარაღი და ნაჯახი.

ადგილობრივების თქმით, ერთ-ერთმა პოლიციელმა მოქალაქე მამუკა ყაჭრიშვილის დაკავება სცადა, რა დროსაც შს სამინისტროს წარმომადგენელს მამაკაცის ოჯახი ფიზიკურად გაუსწორდა. პოლიციელს დაზიანება ჯოხით მიაყენეს.

მამუკა ყაჭრიშვილის დედა ირწმუნება, რომ პოლიცია მის შვილს ფიზიკურად უსწორდებოდა რა დროსაც ყაჭრიშვილის დახმარება ოჯახმა და მეზობლებმა სცადეს.

ყაჭრიშვილმა მიმალვა მოახერხა. პოლიციამ კი ბრალდებულის 83 წლის მამა დააკავა.

"ჩემი შვილი იძახდა მკვევენო... ერთი პოლიციელი ურტყამდა. მეც ავიღე ჯოხი და პოლიციელს ჩავარტყი"- აცხადებს მამაკაცის დედა.

არსებული ინფორმაციით, ყველაფერი გუშინ დაიწყო, როცა მამუკა ყაჭრიშვილმა ერთ-ერთ სამართალდამცავს რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი გაუხსნა, დღეს კი შს სამინისტროს წარმომადგენლები მასთან დაკავების მიზნით გამოჩნდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სამართალდამცავების ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით 1936 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს.

გომელაურის უწყებაში აცხადებენ, რომ ავტომობილის შემოწმებისას დაკავებულის შვილი სამართალდამცავების მითითებებს არ დაემორჩილა, ხოლო მისმა მშობელმა მათ წინააღმდეგობა გაუწია.

შს სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, ამოღებულია ცეცლსასროლი იარაღი, რომელიც დაკავებულის შვილმა მეზობლის ეზოში გადააგდო, ხოლო თავად ადგილიდან მიიმალა.

რაც შეეხება სამართალდამცავთა ჯანმრთელობას, მათ მძიმე დაზიანებები არ აღენიშნებათ, თუმცა ფაქტის გამო, პირველადი სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს 253 პრიმა მუხლით. ასევე, 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამართალდამცავებზე თავდასხმას გულისხმობს. გამოძიება ასევე მიმდინარეობს 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42