ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მან კარგად იცის რუსეთის მხარის ეს პოზიცია, ვინაიდან მას ჰქონდა საუბრები რუსეთისწარმომადგენლებთან და ისიც ფაქტია, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს საქართველოს ეკონომიკისათვის საჰაერო მიმოსვლისაღდგენა, რაც ლარის კურსზე ძალიან ნათლად აისახა.
„ ჩვენ დავინახეთ თუ როგორ მკვეთრად ნეგატიურად იმოქმედა ლარის კურსზე ფრენების შეწყვეტამ. ასევე ვიცი თუ რამდენი ჩვენი მოქალაქე აღმოჩნდა ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ფაქტიურად ადამიანები, რომელთაც აიღეს სესხები,როგორც სასტუმრო, ასევე რესტორნებისგასაკეთებლად დარჩენენ ტურისტების გარეშე. რა თქმა უნდა, მე ეს პრობლემა მაწუხებს და ჩემის მხრიდან ვცდილობ, რომ ჩემი პოზიტიური წვლილი შევიტანო ფრენების აღდგენის საკითხში. გარკვეული ნაბიჯებია გადასადგმელი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, თორემ მზაობა რუსულ მხარის მხრიდან ნამდვილად ჩანს. მეტიც, საქართველოს მთავრობა, რომ იყოს უფრო ეფექტური და გამბედავი აღნიშნული პრობლემა დღის წესრიგში საერთოდ აღარც იდგებოდა." - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






