"ბევრი წელი ვიბრძოლეთ და თქვენნაირი, ასეთი გოგლი-მოგლიჭამია ბიჭები ამ დროს ჩირგვებში იმალებოდით"- მიმართა ოხანაშვილს ბესელიამ.
მისი თქმით, მსგავსი პროვოკაციების „გატარებას“ არ აპირებს.
"კეთილი ინებე და უზრუნველყავი, რომ ეს პროცესი ამ დარბაზში წარიმათოს მშვიდად, ამის უზრუნველყოფა უნდა მოახდინოთ. ეს პროცესი არის ამ ქვეყნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი, ეს არის ამ ქვეყნის მომავალი. ამ ქვეყნის მომავლისთვის იმდენი ვიბრძოლეთ, რომ აქამდე მოგიყვანეთ.
მანდ რომ ზიხარ, ჩვენი დამსახურებით ზიხარ, ამიტომ კეთილი ინებე და კრიტიკული მოსაზრებებიც მოისმინე, მაგიტომ ზიხარ მანდ. ეს არის ჩემი გაფრთხილება და ჩემს მოთმინებას ნუ ამოწმებთ. ეს გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე გგონიათ. არ ვაპირებ ასეთი პროვოკაციების მოთმენას და „გატარებას“ რაც აქ ხდებოდა ცოტა ხნის წინ. მიკროფონის გარეშე მიაყენებ შეურაცხყოფას ადამიანს თუ მიკროფონით ხელში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ან კეთილს ინებებთ და უზრუნველყოფთ, რომ მსგავსი რამ მეორეჯერ არ მოხდეს, აქ რაც მოხდა, ან ვერ ჩაატარებთ ამ პროცესს, ვერ ჩაატარებთ ამ კომიტეტის სხდომას.
სიტყვები და პროვოკაციები არაფერს ნიშნავს აქ იმ სასამრთლოსთვის, რომელიც გვინდა, რომ იყოს დამოუკიდებელი, ბევრი წელი ვიბრძოლეთ და თქვენნაირი, ასეთი გოგლი-მოგლიჭამია ბიჭები ჩირგვებში იმალებოდით“, - მიმართა ბესელიამ ოხანაშვილს.
ოხანაშვილმა კრიტიკის შემდეგ ბესელიას მიკროფონი გამოურთო:
„ახლა ზრდილობაზეა ლაპარაკი. კრიტიკულს ვისმენდით. თქვენი მოყვანილი არავინ არის აქ. უმრავლესობის არც ერთი წევრი არ მოაწერდა ხელს იმაზე, რომ თქვენი სახელით შემოსულიყო პარლამენტში, დამიჯერეთ. ვამაყობ უმრავლესობის თითოეული წევრით, თითოეული ჩემი მეგობარია და პატივს ვცემ. მთავარია, ღირსეული ვიყოთ ჩვენს საქმესთან. წესები დაიცავით და რეგლამენტი დაიცავით. რეგლამენტის დარღვევა, რაც თქვენ განახორციელეთ, ეს არის ფაქტი“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






