ბოკუჩავამ ბესელიას სოლიდარობა გამოუცხადა და კოლეგა ქალებსაც სოლიდარობისკენ მოუწოდა
პოლიტიკა - 18:04, 26 Sep, 2019     1197

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა პარლამენტში მომხდარ ბესელია-ზარდიაშვილის დაპირისპირებას ეხმაურება.

ბოკუჩავამ ეკა ბესელიას სოლიდარობა გამოუცხადა და მოუწოდა სხვა ქალ პარლამენტარებს იგივე გააკეთონ, რათა სხვა ქალებს არ შეეშინდეთ პოლიტიკური საქმიანობის.

"ძალიან მნიშვნელოვანია კონტექსტი. არ შეიძლება, კონტექსტიდან ამოვგლიჯოთ და სრულიად ემოციებისგან დაცლილი ყოფნა ვთხოვოთ ნებისმიერ დეპუტატს. თქვენ უნდა მოუწოდებდეთ ნებისმიერ დეპუტატს, თავი შეიკავოს ასეთი ამორალური განცხადებებისგან.


ეს არის ამორალური ქმედება და მას შეიძლება მოჰვეს ისეთი ქმედებები, რაც არ შეეფერება პარლამენტის კომიტეტის სხდომას, მაგრამ არც უნდა იყოს გასაკვირი. თქვენ ძალიან ცალმხრივად განიხილავთ მომხდარს. მეორე მხარესაც უნდა შევხედოთ, რომ როგორც წესი, ისეთი ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლი, რისი მსხვერპლიც იყო და დღესაც გახდა ქალბატონი ეკა ბესელია, როგორც წესი, არიან სწორედ ქალები.


ამიტომ, აქ მსხდარმა პარლამენტის ქალმა წევრებმა უნდა გამოხატონ თავიანთი აღშფოთება მომხდართან დაკავშირებით, გამოუცხადონ სოლიდარობა ქალ პარლამენტის წევრს, პოლიტიკოსს, რომ არცსხვა ქალებს შეეშინდეთ პოლიტიკური საქმიანობა. იმიტომ რომ, დიახ, ბიძინა ივანიშვილი იყენებს ყოველგვარ ბინძურ მეთოდს, რომ ებრძოლოს განსხვავებულ აზრს, თუნდაც საკუთარი გუნდის ყოფილ წევრს" - აღნიშნა ბოკუჩავამ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42