ლუკაშენკოს მიერ ამნისტიით გათავისუფლებული გელა ქარდავა, შესაძლოა, "დიდ ქურდულ სივრცეს" დაუბრუნდეს
კრიმინალი - 16:46, 26 Sep, 2019     2242

"ქურდების მეგრული კლანის" ლიდერი გელა ქარდავა (გელა გალსკი) მოხვდა იმ 2000 "სანიმუშო პატიმარს შორის, რომელთაც ბელორუსის ფაშისტური ოკუპაციისგან განთავისუფლებასთან დაკავშირებული ამინისტია შეეხო.


ქვეყნის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამგვარი პრივილეგიით, ასეთმა "მაღალი რანგის" კრიმინალმა ისარგებლა. მან საპატიმროში მხოლოდ 20 თვე დაჰყო და გავრცელებული ინფორმაციით, მინსკი-სტამბულის ბილეთი უკვე აიღო. გელა გალსკი სასჯელს საბუთების გაყალბებისთვის იხდიდა.

ამ გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ გელა შესაძლოა "დიდ ქურდულ სივრცეში" დააბრუნოს, საიდანაც ის შაქრო კალაშოვმა გამოაგდო მას შემდეგ, რაც "გალსკი" ბადრი კუტაისსკის (კოღუაშვილის) მხარეს დადგა.


"პრაიმკრაიმი" ვარაუდობს, რომ ამჟამინდელი კონფლიქტი ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტ გულისა (ნადირ სალიფოვი) და ბადრის შორის შესანიშნავი შანსია გელასთვის, რომ გულისთან დაახლოების შემდეგ შეჩერებული სტატუსი და გავლენა აღიდგინოს. მას ამაში დუ იაქის (მერაბ მზარელუა) რეკომენდაციაც დაეხმარება, რომელმაც უკვე მიიღო პირობა გულისგან, რომ გელას არ მოკლავს. ყოველ შემთხვევაში, საერთო მტრის წინააღმდეგ გულისა და გელას გაერთიანება გულის გარემოცვაში მყოფი "მეგრელი ქურდების" ერთერთი მთავარი მიზანია.


ამასთან, გელა გალსკის გამო ბადრი კუტაისსკიმ ორჯერ დაკარგა "ქურდის" წოდება - 2002-2003 და 2011-15 წლებში. სწორედ გელასთან უნდა გაერკვია ბადრის თავისი "უფლებამოსილების" დაბრუნების საკითხი გათავისუფლების შემდეგ, თუმცა, გელას ჰყავს პირადი მტრებიც: ედიკ ტბილისსკის, ტაროსა და მერაბის გარდა არიან "სოხუმელებიც", ხოლო მერაბ მზარელუასთან ამჟამად გულის კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42