"თურნავას კი არ უნდა აგზავნიდეს პრემიერი გახარია ტყიბულში პრობლემების მოსაგვარებლად,თავად უნდა ჩავიდეს ადგილზე" - დავით ჭიჭინაძე
პოლიტიკა - 16:05, 26 Sep, 2019     833

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ დამფუძნებელი, ისნის დამოუკიდებელი მაჟოიტარი დავით ჭიჭინაძე პრემიერის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ეკონომიკის მინისტრს ტყიბულში ჩასვლა და მეშახტეთა პრობლემების მოგვარება დაევალა აკრიტიკებს.

„ნათია თურნავას კი არ უნდა აგზავნიდეს პრემიერი გახარია ტყიბულში პრობლემების მოსაგვარებლად, თავად უნდა ჩავიდეს ადგილზე, რადგან საქმე ჩვენი მოქალაქეების უფლებებს და შესაძლოა უკვე სიცოცხლესაც კი ეხება.

ან რა პრობლემებს მოაგვარებს მინისტრი თურნავა, რომელიც თავად იყო იმ პროცესების მონაწილე, რომლის მეშვეობითაც მოხდა ჯერ „თბილსრესის“ „გაკოტრება“ და შემდეგ შპს „ საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის“ აუქციონის წესით გადაცემა, რომლის გენერალური დირექტორიც 2010-2012 წლებში სწორედ თურნავა იყო.

( არავისთვის უცნობი არ არის, რომ სს „თბილსრესის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნათია თურნავა, ამასთან საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია, არის შპს „ ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ შვილობილი კომპანია, რომლის დირექტორიც წლების განმავლობაში ყოფილი პრემიერი ბახტაძე იყო. )

აქვე ცნობისთვის, ქონება დაახლოებით 200 000 000 ლარად იყო შეფასებული,

„საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ“ კი, მხოლოდ შვიდ მილიონ ლარად იყიდა. ანუ, გადაიხადა იმდენი, რამდენიც დაფარა ჯართის რეალიზაციიდან ამოღებულმა თანხამ და იმ მიწის ფართობების ღირებულებამ რომლებიც არ ემსახურებოდა ენერგო საქმიანობას.

სამეურვეო ქონების გადაცემის შემდგომ, კორპორაციას შესასრულებლად განესაზღვრა ვალდებულება, არაუგვიანეს 2013 წლის 31 დეკემბრამდე

სს „თბილსრესის“ ტერიტორიაზე აეშენებინა 100-150 მგვტ. სიმძლავრის ნახშირზე მომუშავე თბოსადგური, რაც დღემდე არ განხორციელებულა.

ამასთან, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე, რამდენიმე დღეში, ფორსირებულ რეჟიმში მოხდა საგადასახადო შეთანხმების მოთხოვნის წარდგენა და 2012 წლის 11 ოქტომბერს შეთანხმების გაფორმება შპს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციასთან და შპს „ ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფთან 100-100 ათას ლარზე 2006-2012 წლების საანგარიშო პერიოდზე! (მაშინ როდესაც სხვა ფირმები თვეობით და წლობით ელოდებოდნენ საკითხის განხილვას) აღსანიშნავია, რომ შეთანხმების მოთხოვნაში არ დაფიქსირებულა რა შეუსრულებელი ვალდებულების თანხაზე ითხოვდნენ შეღავათს, არ მომხდარა ვალდებულების განსაზღვრა, დარიცხვა, ან დამალული გადასახადის ოდენობის მითითება. ამ შეთანხმებით სახელმწიფოს რეალური მდგომარეობის შესწავლისა და სავარაუდო დამნაშავე პირების გამოვლენის შესაძლებლობა განზრახ მოუსპეს.

და რაც ასევე უმთავრესია, ქ. თბილისის პროკურატურაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება ჰოლდინგ „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ ხელმძღვანელების მიერ საზოგადოების სახელითა და მის სასარგებლოდ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრება) ფაქტზე.

2013 წელს ძიება დაიწყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ოთარ ფარცხალაძის ხელმძღვანელობის პერიოდში. საქმე ფაქტიურად გამოძიებულია, მაგრამ მსვლელობა რატომღაც აღარ მიეცა.

და მიუხედავად ამ ყველაფრისა, თურნავა მაინც დაინიშნა მინისტრად. მათი ერთობლივი საქმეების თანამონაწილე ბახტაძე კი, საერთოდ ქვეყნის პრემიერ- მინისტრი გახდა.

აი ამ ყველაფრით დაზარალდა საბოლოო ჯამში ტყიბული და მეშახტეები. რადგან ტყიბულის ნახშირის წარმოება პირდაპირ კავშირში უნდა ყოფილიყო სწორედ „თბილსრესის“ მუშაობასთან.

ადგილობრივ მოსახლეობას კი, გარდა იმისა, რომ საარსებო მინიმუმიც აღარ გააჩნია, „საქნახშირი“ და „ინდუსტრიული ჯგუფი“ არათუ მეშახტეების ელემენტარულ შრომით სტანდარტებს უზრუნველყოფს, ადამიანების უსაფრთხოებაა დღემდე დაუცველი.

ქალაქი კი, ყოველდღე იცლება მოსახლეობისგან და ათეულობით ტყიბელელი მეშახტე დღეს პოლეონეთში და ჩეხეთში მუშაობენ, იქაურ მაღაროებში" - აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42