იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო ინფრასტრუქტურული და კლინიკური სერვისების გაძლიერებას განაგრძობს
ჯანმრთელობა - 14:24, 26 Sep, 2019     3434

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო მიმდინარე წლის თებერვალში დაანონსებული პროექტების განხორციელებას ეტაპობრივად განაგრძობს.

დღეიდან უახლესი აპარატურით აღჭურვილ ემერჯენსის განყოფილებაში შემოსულ პაციენტებს მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდი ინფრასტრუქტურულად გამართულ გარემოში მოემსახურება. პედიატრიული გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილება მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლის კომფორტზე. პაციენტებს და მათ მშობლებს დახმარებას ფსიქოლოგიური სამსახური გაუწევს და სამედიცინო დაწესებულებასთან პირველი შემხებლობით გამოწვეული სტრესისგან თავისუფალ გარემოს შექმნის.

რეორგანიზაციული ცვლილების შედეგად მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში განხორციელდა როგორც ინფრასტრუქტურული, ისე - საკადრო ცვლილებები. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით 350-მდე სამედიცინო და არასამედიცინო კადრი ადგილობრივად, ხოლო 20-მდე მედ-პერსონალი საზღვარგარეთ გადამზადდა. პროფესიული განვითარების მიზნით კადრების გადამზადება უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. მკურნალობის მაღალი სტანდარტის დაცვის უზრუნველსაყოფად შეიქმნა ხარისხის მართვის დეპარტამენტი, რომელიც დაკომპლექტებულია უცხოელი და ქართველი ექიმებით. რთული სამედიცინო შემთხვევების მართვა მსოფლიოს წამყვანი პედიატრიული კლინიკების ექიმების ჩართულობით განხორციელდება.

იაშვილის კლინიკის განვითარებისთვის გასული 3 წლის განმავლობაში 12 მლნ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად აღიჭურვა ონკო-ჰემატოლოგიის, ურონეფროლოგიის, ნევროლოგიის, ნეიროქირურგიისა და ახალშობილთა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტები.

შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური განყოფილების რეაბილიტაცია და აღჭურვა. ინფრასტრუქტურული და კლინიკური სერვისების გაძლიერება 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდება და პროექტის დასასრულს იაშვილის საავადმყოფო სრულ სამედიცინო სერვისს საერთაშორისო სტანდარტებით უზრუნველყოფს.

მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო ქვეყნის მოსახლეობას სამკურნალო პროცესების, ხარისხისა და შედეგების თაობაზე ღია ანგარიშს ყოველწლიურად წარუდგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42