ხურჩაში დაჭრილი პოლიციელის ოჯახი: კონფლიქტი იყო თუ არ იყო, მაინც ხელმძღვანელობაა დამნაშავე
პოლიტიკა - 13:36, 26 Sep, 2019     871
აფხაზეთის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩაში, საგუშაგოზე დაჭრილი პოლიცელის კობა გეთიას ოჯახის წევრები მომხდარში პასუხისმგებლობას ჯარისკაცის ხელმძღვანელებს აკისრებენ.

"სასაზღვრო პოლიციაში სავალდებულო სამსახურს იხდიდა. 5-6 დღეში ამთავრებდა და დაიჭრა კიდეც. თუ როგორ დაიჭრა, ეს ჩვენთვის უცნობია. კონფლიქტს ჰქონდა იქ ადგილი თუ თვითონ დაიჭრა, ნებისმიერ შემთხვევაში ეს ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს, რადგან უსაფრთხოების წესები დაცული არ ყოფილა. ვითხოვ, დადგეს ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი. ოჯახს კი კომპენსაცია მისცენ. ახალგაზრდა საღსალამათი იყო, ახლა კი მეორე ოპერაცია შეიძლება დასჭირდეს. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ერთი, ურთულესი ოპერაცია უკვე გაკეთებულია"- აცხადებს დაშავებული წვევამდელის ახლობელი.

კობა გეთიას ბებიას თქმით, დაშავებულს ტყვია ფეხში აქვს მოხვედრილი.

"ფეხში აქვს ტყვია მოხვედრილი, დამტვრეული აქვს ძვალი"- აცხადებს დაჭრილის ბებია.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯარისკაცი, 20 წლის კობა გეთია გუშინ დაიჭრა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას იარაღი გაუვარდა. წვევამდელს ტყვია ფეხში აქვს მოხვედრილი. მას ზუგდიდის რეფერალურ საავმდყოფოში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42