მარტყოფის შშმ პირთა თავშესაფარში მცხოვრები 30 წლის თამარ მერებაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ვალერი ჩიტაიამ უამბო.
როგორც ის ამბობს, თამარ მერებაშვილი ეპილეფსიური გულყრის დროს უყურადღებობის გამო დაიღუპა. ამბობს, რომ ახალგაზრდა ქალმა საღამოს თავი შეუძლოდ იგრძნო და მორიგე მედპერსონალს ტკივილგამაყუჩებელი სთხოვა. მისი გარდაცვალების ფაქტი პანსიონატში ცნობილი დილას გახდა.
„ვახშმის შემდეგ თავი ცუდად იგრძნო, ექთანს წამალი სთხოვა. უთქვამს თავი მტკივაო. ამის შემდეგ 23:00 საათზე ნახა ბოლოს მედ პერსონალმა. გოგონამ, რომელიც მის ოთახში ცხოვრობდა, მითხრა, რომ ღამე ცუდად იყოო, ვყვიროდი, მაგრამ ჩემი ხმა არავის ესმოდაო. ის ოთახიდან დამოუკიდებლად ვერ გავიდოდა, რადგან ეტლით მოსარგებლეა. დილას თამუნას ცხედარი ოთახში იპოვეს. ამის შემდეგ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს და გაიგო იმ გოგონამ სასწრაფოს ექიმის ნათქვამი - დიდი ხნის მკვდარია, უკვე ცხედარი გაციებულიაო“ - ამბობს ვალერი ჩიტაია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






