#არაინტელექტისოკუპაციას ამ სლოგანით საავტორო უფლებათა ასოციაციამ ე.წ. საზღვრის პირა სოფელ მერეთში ცნობილი ქართველი მომღერლების მონაწილეობით კონცერტი გამართა. მერეთის საჯარო სკოლის ეზოში გამართული ღონისძიებით ასოციაცია საოკუპაციო ზოლთან ახლოს მცხოვრებ ყველა ბავშვს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.
კონცერტში მონაწილეობა მიიღეს: დათო გომართელმა, ლელა წურწუმიმ, ნეკა სებისკვერაძემ, ნოდიკო ტატიშვილმა, მაკა ზამბახიძემ, ოთო ნემსაძემ, გიორგი სუხიტაშვილმა, თიკა ჯამბურიამ და ნიკა მაჩაიძემ .
კონცერტი ე.წ. საზღვრის პირა სოფელში, კამპანია #არაინტელექტის ოკუპაციის ფარგლებში დაიგეგმა. უკვე 9 თვეზე მეტია საავტორო უფლებათა ასოციაცია ცდილობს, ორგანიზაცია და მასში გაწევრიანებული ყველა ქართველი ავტორი დაიცვას რუსული ზეგავლენებისგან, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ ნათელი გახდა.
ორგანიზატორების თქმით, ე.წ. საზღვრის პირა სოფელში ქართველი მომღელების მონაწილეობით დაგეგმილი კონცერტით ასოციაცია ღიად უცხადებს მხარდაჭერას რუსული ოკუპაციისგან დაზარალებულ ადამიანებს.
კონცერტის მხარდამჭერია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია.

მასალის გამოყენების პირობები






