რა უნდა ვიცოდეთ ჩორჩანის ტყისა და იქ გახსნილი ბლოკ-პოსტების შესახებ
ბოლო ამბები ჩორჩანიდან
დღეს არსებული მდგომარეობით, ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანის ტყეში ერთი ქართული პოლიციის ბლოკ-პოსტის საპირწონედ უკვე აგებულია ცხინვალის დე ფაქტო ძალოვნებისა და რუსი ოკუპანტების ერთობლივი, ორი ბლოკ-პოსტი, ხოლო სამუშაოები სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე ბლოკ-პოსტის ასაგებად, სადღეღამისო რეჟიმში მიმდინარეობს. ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშია" აცხადებს, რომ არსებობს საფრთხე, ქართული პოლიციის საგუშაგო ალყაში მოექცეს, ხოლო საგუშაგოს ასაგებად გაჭრილი გზა ოკუპანტების კონტროლქვეშ აღმოჩნდეს.
შემოჭრა ხაშურის მუნიციპალიტეტში - ტერიტორიაზე, სადაც ოკუპანტები 2008 წლის ომის შემდეგაც არ შეჭრილან
ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრებმა გაავრცელეს თავდაპირველად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსი ოკუპანტების პირველი საგუშაგო ჩორჩანის ტყეში საოკუპაციო ზოლიდან 1.000-ზე მეტი მეტრით იყო შემოჭრილი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ანუ, იმ მონაკვეთზე, სადაც რუსი ოკუპანტები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგაც არ ყოფილან შეჭრილი.
წაღვლი-ჩორჩანის ტყის მიტაცებული ტერიტორიის საერთო ფართობი 300 ჰა-ს შეადგენს. მოგვიანებით სწორედ ეს მონაცემები დაადასტურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ სპეციალურ განცხადებაში, რომელიც ჩორჩანაში მიმდინარე მოვლენებს მიუძღვნა.
შემოჭრის რა მასშტაბებზეა საუბარი?
გიორგი კალატოზიშვილმა გადაიანგარიშა, რა მოხდებოდა, რუს ოკუპანტებს ჩორჩანის ტყის ნაცვლად, თბილისში რომ მიეტაცებინათ 300 ჰექტარი? მარტივი გაანგარიშებით (მოსახლეობის სიმჭიდროვე, ერთი ოჯახის მიერ ათვისებული საშუალო საცხოვრებელი ფართი) მან დაადგინა, რომ დაახლოებით 37.500 თბილისელი გახდებოდა დევნილი მშობლიური ქვეყნის დედაქალაქში.
ოკუპანტები ჩორჩანაში ღამითაც მუშაობენ, ზემდგომები კი მშენებლობათა ტემპს ჰაერიდან აკონტროლებენ
ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წარმომადგენლები, რომლებიც ქარელის რაიონის სოფელ ატოცში, ჩორჩანიდან საჰაერო გზით დაახლოებით 4,5 კილომეტრში არიან ბაზირებული და სამოქალაქო პატრულირებას ამ მონაკვეთზე გასული წლის ნოემბრიდან ატარებენ, ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ოკუპირებული წნელისის მხრიდან ღამის საათებში პროჟექტორებით ნათდება ჩორჩანა-წაღვლის ტყის ის მონაკვეთი, სადაც ცხინვალის დე ფაქტო ძალოვნებისა და რუსი ოკუპანტების საინჟინრო ტექნიკა მოძრაობს. დავით ქაცარავას განცხადებით, სამუშაოები ღამის საათებშიც არ წყდება.
ანტიოკუპაციური მოძრაობის წარმომადგენლებმა 24 სექტემბერს ფოტომასალაც გაავრცელეს, სადაც ჩანს რუსი ოკუპანტების სამხედრო ვერტმფრენი. დავით ქაცარავას ჯგუფის ინფორმაციით, ვერტმფრენი ოკუპირებული წნელისიდან აფრინდა, ჩორჩანის ტყეს წრე დაარტყა და ცხინვალის მიმართულებით გაფრინდა, ამასთან, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის თავზე რამდენიმე წუთი დაჰყო.
მედიაში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ რუსული ვერტმფრენის გამოჩენის ფაქტი სუს-მაც დაადასტურა, თუმცა, გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ვერტმფრენი "საოკუპაციო ხაზის გასწვრივ" დაფრინავდა.
რატომ და როდის გახდა სადავო წაღვლი-ჩორჩანის აღნიშნული მონაკვეთი? სად მდებარეობს სოფელი ჩორჩანა?
ქართული მხარისა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა შორის დავის საგნად იქცა ქართული პოლიციის სტაციონარული ბლოკ-პოსტი სოფელ ჩორჩანის ტყეში, რომელიც ქართველმა ძალოვნებმა აგვისტოს ბოლოს გამართეს.
ოკუპირებული წნელისი, რომელიც ქართული მხარის მიერ კონტროლირებად სოფელ ჩორჩანას ესაზღვრება, ქარელის მუნიციპალიტეტში შედის, ჩორჩანა კი - ხაშურის მუნიციპალიტეტში. ხაშურის მუნიციპალიტერტში შედის ასევე სოფელი წაღვლი, რომელიც თავის მხრივ, ჩორჩანის მოსაზღვრე სოფელია. სწორედ ამ ორი სოფლის - წაღვლისა და ჩორჩანის ტერიტორიაზეა ტყე, სადაც ქართული პოლიციის ბლოკ-პოსტი ააგეს.
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება პოლიციის პოსტის გაუქმებას მოითხოვდა. მოსკოვისა და ცხინვალის მიერ კონტროლირებად მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ოფიციალურ თბილისს ულტიმატუმი წაუყენა, თუმცა, 30 აგვისტოს გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზე ცხინვალის მხარემ განაცხადა, რომ ულტიმატუმის შესახებ ინფორმაცია მედიის ინტერპრეტაცია იყო.
მედიაში გაჟღერებული ულტიმატუმის ვადა 30 აგვისტოს, დილის 6 საათზე ამოიწურა, მაგრამ ვითარების ესკალაცია არ მომხდარა: ცხელი ხაზის მეშვეობით მხარეები დიალოგზე შეთანხმდნენ და ტექნიკური, რიგგარეშე შეხვედრა დაიწყო.
ბლოკ-პოსტის ლოკაციაზე განსხვავებული შეხედულებების გამო ჩაიშალა ერგნეთის შეხვედრა 29 აგვისტოს, ხოლო დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა ქართულ მედიასთან ურთიერთობა და კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
ერგნეთის შეხვედრას წინ უძღოდა არაღიარებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის ბიბილოვის ვიზიტი სოფელ წნელისში, სადაც ის ჯავშანტექნიკისა და ცოცხალი ძალის თანხლებით ჩავიდა და ქართული პოლიციის საგუშაგოს ბინოკლით აკვირდებოდა.
ამის შემდეგ წნელისში მოხდა დე ფაქტო ცხინვალის შეიარაღებული ძალების ასეულისა და ჯავშანტექნიკის მობილიზება, რაც კარგად ჩანდა ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" მიერ დრონით გადაღებულ ფოტო და ვიდეომასალაში.
წინაისტორია - რაც უნდა ვიცოდეთ
არასწორია ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს პოლიციის ბლოკ-პოსტის მოწყობა აგვისტოში დაიწყო - აგვისტოს ბოლოს ქართული მხარე სტაციონარულ ნაგებობას აგებდა, რისთვისაც ჩორჩანის ტყეში გზის გაჭრა ჯერ კიდევ ადრიან გაზაფხულზე დაიწყო, მანამდე კი ქართული მხარის აქტიურობას ჩორჩანის ტყეში, ანტიოკუპაციური მოძრაობის "ძალა ერთობაშიას" მიერ ჩატარებული რამდენიმე სამოქალაქო პატრულირება უძღოდა. ერთ-ერთი ასეთი რეიდის დროს ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრებმა ჩორჩანის ტყეში რუსული კვალი აღმოაჩინეს.
რუსული კვალი ჩორჩანის ტყეში
დავით ქაცარავას მიერ დაფუძნებული ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წევრებმა 2019 წლის იანვრის დასაწყისში მიიღეს ინფორმაცია, რომ ჩორჩანის ტყეში მოულოდნელად გამოჩენილმა რუსმა სამხედროებმა კოდელ მონადირეს, რომელიც ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა, თოფი და ვაზნები წაართვეს და იმ ტერიტორიაზე გამოჩენა აუკრძალეს.
მონადირე საუბრობდა, რომ ტყეში პულვიზატორით მონიშნული ადგილები ნახა, სადაც რუსი მესაზღვრეები, სავარაუდოდ, ახალი ბორდერიზაციის დაწყებას გეგმავდნენ.
დავით ქაცარავა და მისი გუნდი რამდენჯერმე დამოუკიდებლად, რამდენჯერმე კი პოლიციის თანხლებით გავიდნენ მითითებულ ადგილას და ერთერთი ექსპედიციის დროს პულვიზატორით მონიშნული ხეები და ახლადგაჩეხილი ტოტები იპოვეს.
მედიას მიეწოდა ადგილზე ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრების მიერ გადაღებული ვიდეომასალა, რის შემდეგაც ქართულმა მხარემ 8 თებერვალს ეს საკითხი ერგნეთის შეხვედრაზე დააყენა. რუსული მხარე და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება იძულებული გახდა უარი ეთქვა ჩორჩანის ტყესთან დაკავშირებულ გეგმებზე.
თებერვლის შემდეგ ქართულმა მხარემ ჩორჩანის ტყეში ინტენსიური პატრულირება დაიწყო. ტყეში ასევე პატრულირებდნენ დავით ქაცარავა და მისი გუნდის წევრები. ჩორჩანაში, მიტოვებული ქარხნის ტერიტორიაზე ერთ-ერთი პატრულირების დროს ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრებმა რუსი მესაზღვრეების ქვეითი პატრული, მომდევნო დღეს კი მათი ტრანსპორტიც შენიშნეს. მასალები მედიაში გამოქვეყნდა, თუმცა, მძაფრი რეაგირება არ მოჰყოლია.
მარტი-აპრილის მონაკვეთში ქართულმა მხარემ ჩორჩანის ტყეში, ოკუპირებული წნელისის მიმართულებით, ტალკის საბადოებისა და მიტოვებული ქარხნის ტერიტორიისკენ, გზის გაჭრა დაიწყო. ზაფხულის დასაწყისში გზის გაჭრა დასრულდა და ცენტრალურმა ხელისუფლებამ წნელისთან ახლოს, ჩორჩანის ტყეში, სტრატეგიულ ადგილას, პოლიციის სტაციონარული საგუშაგოს მოწყობის გადაწყვეტილება მიიღო, რამაც ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებისა და რუსული მხარის წარმომადგენელთა გაღიზიანება გამოიწვია.
სტატუს კვო
ამ დროისთვის ქართული პოლიციის ბლოკ-პოსტი ადგილზე რჩება, ნარჩუნდება დღემდე არსებული სტატუს-ქვო, მაგრამ ვითარება ჯერაც დაძაბულია.
30 აგვისტოს, საღამოს 7 საათისთვის წნელისში, ქართული საგუშაგოს მოპირდაპირე მხარეს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დროშა აღმართეს და განაცხადეს, რომ "რესპუბლიკის სტრუქტურები ჰუმანიტარული ოპერაციის განხორციელებას შეუდგნენ, რაც ქართული მხარის პროვოკაციული მოქმედებებით იყო გამოწვეული".
ადგილზე რჩებიან და მოვლენებს სადღეღამისო რეჟიმში აკვირდებიან ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრები - დავით ქაცარავა და მისი გუნდი, რომლებიც ახლომდებარე სოფელ ატოცში არიან ბაზირებული.
მასალის გამოყენების პირობები
დღეს არსებული მდგომარეობით, ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანის ტყეში ერთი ქართული პოლიციის ბლოკ-პოსტის საპირწონედ უკვე აგებულია ცხინვალის დე ფაქტო ძალოვნებისა და რუსი ოკუპანტების ერთობლივი, ორი ბლოკ-პოსტი, ხოლო სამუშაოები სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე ბლოკ-პოსტის ასაგებად, სადღეღამისო რეჟიმში მიმდინარეობს. ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშია" აცხადებს, რომ არსებობს საფრთხე, ქართული პოლიციის საგუშაგო ალყაში მოექცეს, ხოლო საგუშაგოს ასაგებად გაჭრილი გზა ოკუპანტების კონტროლქვეშ აღმოჩნდეს.
შემოჭრა ხაშურის მუნიციპალიტეტში - ტერიტორიაზე, სადაც ოკუპანტები 2008 წლის ომის შემდეგაც არ შეჭრილან
ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრებმა გაავრცელეს თავდაპირველად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსი ოკუპანტების პირველი საგუშაგო ჩორჩანის ტყეში საოკუპაციო ზოლიდან 1.000-ზე მეტი მეტრით იყო შემოჭრილი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ანუ, იმ მონაკვეთზე, სადაც რუსი ოკუპანტები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგაც არ ყოფილან შეჭრილი.
წაღვლი-ჩორჩანის ტყის მიტაცებული ტერიტორიის საერთო ფართობი 300 ჰა-ს შეადგენს. მოგვიანებით სწორედ ეს მონაცემები დაადასტურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ სპეციალურ განცხადებაში, რომელიც ჩორჩანაში მიმდინარე მოვლენებს მიუძღვნა.
შემოჭრის რა მასშტაბებზეა საუბარი?
გიორგი კალატოზიშვილმა გადაიანგარიშა, რა მოხდებოდა, რუს ოკუპანტებს ჩორჩანის ტყის ნაცვლად, თბილისში რომ მიეტაცებინათ 300 ჰექტარი? მარტივი გაანგარიშებით (მოსახლეობის სიმჭიდროვე, ერთი ოჯახის მიერ ათვისებული საშუალო საცხოვრებელი ფართი) მან დაადგინა, რომ დაახლოებით 37.500 თბილისელი გახდებოდა დევნილი მშობლიური ქვეყნის დედაქალაქში.
ოკუპანტები ჩორჩანაში ღამითაც მუშაობენ, ზემდგომები კი მშენებლობათა ტემპს ჰაერიდან აკონტროლებენანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წარმომადგენლები, რომლებიც ქარელის რაიონის სოფელ ატოცში, ჩორჩანიდან საჰაერო გზით დაახლოებით 4,5 კილომეტრში არიან ბაზირებული და სამოქალაქო პატრულირებას ამ მონაკვეთზე გასული წლის ნოემბრიდან ატარებენ, ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ოკუპირებული წნელისის მხრიდან ღამის საათებში პროჟექტორებით ნათდება ჩორჩანა-წაღვლის ტყის ის მონაკვეთი, სადაც ცხინვალის დე ფაქტო ძალოვნებისა და რუსი ოკუპანტების საინჟინრო ტექნიკა მოძრაობს. დავით ქაცარავას განცხადებით, სამუშაოები ღამის საათებშიც არ წყდება.
ანტიოკუპაციური მოძრაობის წარმომადგენლებმა 24 სექტემბერს ფოტომასალაც გაავრცელეს, სადაც ჩანს რუსი ოკუპანტების სამხედრო ვერტმფრენი. დავით ქაცარავას ჯგუფის ინფორმაციით, ვერტმფრენი ოკუპირებული წნელისიდან აფრინდა, ჩორჩანის ტყეს წრე დაარტყა და ცხინვალის მიმართულებით გაფრინდა, ამასთან, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის თავზე რამდენიმე წუთი დაჰყო.
მედიაში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ რუსული ვერტმფრენის გამოჩენის ფაქტი სუს-მაც დაადასტურა, თუმცა, გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ვერტმფრენი "საოკუპაციო ხაზის გასწვრივ" დაფრინავდა.
რატომ და როდის გახდა სადავო წაღვლი-ჩორჩანის აღნიშნული მონაკვეთი? სად მდებარეობს სოფელი ჩორჩანა?
ქართული მხარისა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა შორის დავის საგნად იქცა ქართული პოლიციის სტაციონარული ბლოკ-პოსტი სოფელ ჩორჩანის ტყეში, რომელიც ქართველმა ძალოვნებმა აგვისტოს ბოლოს გამართეს.
ოკუპირებული წნელისი, რომელიც ქართული მხარის მიერ კონტროლირებად სოფელ ჩორჩანას ესაზღვრება, ქარელის მუნიციპალიტეტში შედის, ჩორჩანა კი - ხაშურის მუნიციპალიტეტში. ხაშურის მუნიციპალიტერტში შედის ასევე სოფელი წაღვლი, რომელიც თავის მხრივ, ჩორჩანის მოსაზღვრე სოფელია. სწორედ ამ ორი სოფლის - წაღვლისა და ჩორჩანის ტერიტორიაზეა ტყე, სადაც ქართული პოლიციის ბლოკ-პოსტი ააგეს.
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება პოლიციის პოსტის გაუქმებას მოითხოვდა. მოსკოვისა და ცხინვალის მიერ კონტროლირებად მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ოფიციალურ თბილისს ულტიმატუმი წაუყენა, თუმცა, 30 აგვისტოს გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზე ცხინვალის მხარემ განაცხადა, რომ ულტიმატუმის შესახებ ინფორმაცია მედიის ინტერპრეტაცია იყო.
მედიაში გაჟღერებული ულტიმატუმის ვადა 30 აგვისტოს, დილის 6 საათზე ამოიწურა, მაგრამ ვითარების ესკალაცია არ მომხდარა: ცხელი ხაზის მეშვეობით მხარეები დიალოგზე შეთანხმდნენ და ტექნიკური, რიგგარეშე შეხვედრა დაიწყო.
ბლოკ-პოსტის ლოკაციაზე განსხვავებული შეხედულებების გამო ჩაიშალა ერგნეთის შეხვედრა 29 აგვისტოს, ხოლო დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა ქართულ მედიასთან ურთიერთობა და კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
ერგნეთის შეხვედრას წინ უძღოდა არაღიარებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის ბიბილოვის ვიზიტი სოფელ წნელისში, სადაც ის ჯავშანტექნიკისა და ცოცხალი ძალის თანხლებით ჩავიდა და ქართული პოლიციის საგუშაგოს ბინოკლით აკვირდებოდა.
ამის შემდეგ წნელისში მოხდა დე ფაქტო ცხინვალის შეიარაღებული ძალების ასეულისა და ჯავშანტექნიკის მობილიზება, რაც კარგად ჩანდა ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" მიერ დრონით გადაღებულ ფოტო და ვიდეომასალაში.
წინაისტორია - რაც უნდა ვიცოდეთ
არასწორია ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს პოლიციის ბლოკ-პოსტის მოწყობა აგვისტოში დაიწყო - აგვისტოს ბოლოს ქართული მხარე სტაციონარულ ნაგებობას აგებდა, რისთვისაც ჩორჩანის ტყეში გზის გაჭრა ჯერ კიდევ ადრიან გაზაფხულზე დაიწყო, მანამდე კი ქართული მხარის აქტიურობას ჩორჩანის ტყეში, ანტიოკუპაციური მოძრაობის "ძალა ერთობაშიას" მიერ ჩატარებული რამდენიმე სამოქალაქო პატრულირება უძღოდა. ერთ-ერთი ასეთი რეიდის დროს ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრებმა ჩორჩანის ტყეში რუსული კვალი აღმოაჩინეს.
რუსული კვალი ჩორჩანის ტყეში
დავით ქაცარავას მიერ დაფუძნებული ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წევრებმა 2019 წლის იანვრის დასაწყისში მიიღეს ინფორმაცია, რომ ჩორჩანის ტყეში მოულოდნელად გამოჩენილმა რუსმა სამხედროებმა კოდელ მონადირეს, რომელიც ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა, თოფი და ვაზნები წაართვეს და იმ ტერიტორიაზე გამოჩენა აუკრძალეს.
მონადირე საუბრობდა, რომ ტყეში პულვიზატორით მონიშნული ადგილები ნახა, სადაც რუსი მესაზღვრეები, სავარაუდოდ, ახალი ბორდერიზაციის დაწყებას გეგმავდნენ.
დავით ქაცარავა და მისი გუნდი რამდენჯერმე დამოუკიდებლად, რამდენჯერმე კი პოლიციის თანხლებით გავიდნენ მითითებულ ადგილას და ერთერთი ექსპედიციის დროს პულვიზატორით მონიშნული ხეები და ახლადგაჩეხილი ტოტები იპოვეს.
მედიას მიეწოდა ადგილზე ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრების მიერ გადაღებული ვიდეომასალა, რის შემდეგაც ქართულმა მხარემ 8 თებერვალს ეს საკითხი ერგნეთის შეხვედრაზე დააყენა. რუსული მხარე და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება იძულებული გახდა უარი ეთქვა ჩორჩანის ტყესთან დაკავშირებულ გეგმებზე.
თებერვლის შემდეგ ქართულმა მხარემ ჩორჩანის ტყეში ინტენსიური პატრულირება დაიწყო. ტყეში ასევე პატრულირებდნენ დავით ქაცარავა და მისი გუნდის წევრები. ჩორჩანაში, მიტოვებული ქარხნის ტერიტორიაზე ერთ-ერთი პატრულირების დროს ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრებმა რუსი მესაზღვრეების ქვეითი პატრული, მომდევნო დღეს კი მათი ტრანსპორტიც შენიშნეს. მასალები მედიაში გამოქვეყნდა, თუმცა, მძაფრი რეაგირება არ მოჰყოლია.
მარტი-აპრილის მონაკვეთში ქართულმა მხარემ ჩორჩანის ტყეში, ოკუპირებული წნელისის მიმართულებით, ტალკის საბადოებისა და მიტოვებული ქარხნის ტერიტორიისკენ, გზის გაჭრა დაიწყო. ზაფხულის დასაწყისში გზის გაჭრა დასრულდა და ცენტრალურმა ხელისუფლებამ წნელისთან ახლოს, ჩორჩანის ტყეში, სტრატეგიულ ადგილას, პოლიციის სტაციონარული საგუშაგოს მოწყობის გადაწყვეტილება მიიღო, რამაც ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებისა და რუსული მხარის წარმომადგენელთა გაღიზიანება გამოიწვია.
სტატუს კვო
ამ დროისთვის ქართული პოლიციის ბლოკ-პოსტი ადგილზე რჩება, ნარჩუნდება დღემდე არსებული სტატუს-ქვო, მაგრამ ვითარება ჯერაც დაძაბულია.
30 აგვისტოს, საღამოს 7 საათისთვის წნელისში, ქართული საგუშაგოს მოპირდაპირე მხარეს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დროშა აღმართეს და განაცხადეს, რომ "რესპუბლიკის სტრუქტურები ჰუმანიტარული ოპერაციის განხორციელებას შეუდგნენ, რაც ქართული მხარის პროვოკაციული მოქმედებებით იყო გამოწვეული".
ადგილზე რჩებიან და მოვლენებს სადღეღამისო რეჟიმში აკვირდებიან ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრები - დავით ქაცარავა და მისი გუნდი, რომლებიც ახლომდებარე სოფელ ატოცში არიან ბაზირებული.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






