საბანაძემ დღეს მედიას უთხრა, რომ „პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები მასობრივად გაავრცელა, პასუხისგებაშია მიცემული“.
ბესელია საბანაძეს მოუწოდებს დაასახელოს კონკრეტული ადამიანი, ვიზეც დღეს მედიასთან ისაუბრა.
„ეს არის ცრუ განცხადება, რომელიც მეორედ გაკეთდა, არავითარი პირველწყარო იდენტიფიცირებული არ არის და თუ ასეა, დაასახელოს მაშინ ბატონმა საბანაძემ. თუ ის გულისხმობს სომხეთის ციხეში მყოფ პატიმარს, რომელზეც იყო მინიშნება, რომ თითქოს ის არის პირველწყარო, ეს არის ტყუილი, რადგან იმ ადამიანმა ეს უკანონო ჩანაწერი ატვირთა 3 დღის შემდეგ, მას შემდეგ რაც უკვე გავრცელებული იყო 27 იანვრიდან ეს უკანონო ჩანაწერი.
ეს ადამიანი არ არის პირველწყარო, ვისზეც საუბრობს მინისტრის მოადგილე. მივმართავ მას, გაასწოროს მისი მცდარი, შეცდომაში შემყვანი განცხადება ან დაასახელოს, თუ ამ რამდენიმე დღეში მოხდა რაიმე, მაგრამ გარწმუნებთ, არაფერი მომხდარა, თორემ მეცოდინებოდა,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






