"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ტყიბულელ მეშეხტეებს მხარდაჭერას უცხადებს
პოლიტიკა - 15:54, 25 Sep, 2019     604

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ტყიბულელ მეშეხტეებს მხარდაჭერას უცხადებს - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა ისაუბრა.

"ტყიბულის მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები და მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარება პირდაპირ კავშირშია ქვანახშირის მრეწველობის განვითარებასთან.

დღეს ქვანახშირის წარმოება სავალალო მდგომარეობაშია - საწარმოები იხურება და შესაბამისად დასაქმებულთა რიცხვი იკლებს, ხოლო ამ დარგში არსებული რთული ვითარების ლოგიკური შედეგი ისაა, რომ დღეს მეშახტეებს ხელფასებსაც უგვიანებენ, რის გამოც ისინი იძულებულნი არიან მიმართონ პროტესტის უკიდურეს ფორმებს. 7 წლის განმავლობაში ხელისუფლებას მეშახტეები მხოლოდ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გაახსენდა, როდესაც ადრე გაცემული ტყუილი დაპირებების მსგავსად, არჩევნების მეორე ტურშიც ხელისუფლების მხარდაჭერის სანაცვლოდ შახტის ხელმძღვანელობა ამ ადამიანებს პრობლემების მოგვარებას ჰპირდებოდა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად ტყიბულის შახტების აღდგენა და განვითარება დასახელდა. ამ მიმართებით დაიწყო კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება. 2006 წლისათვის ტყიბულში წლების მანძილზე პირველად აღდგა ქვანახშირის სამრეწველო მოპოვება და ამ მაჩვენებელმა 30 ათას ტონიდან 2012 წლისათვის 350 ათას ტონას გადააჭარბა. შედეგად ტყიბულში 1700-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ასევე ათეულობით მილიონი ლარის პროდუქცია იქმნებოდა, რომლის დიდი ნაწილი ექსპორტზე გადიოდა, რაც დამატებით სავალუტო შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გახდა. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტყიბულის მუნიციპალიტეტს არაერთხელ ესტუმრა, მათ შორის შახტაშიც იყო ჩასული და უშუალოდ ადგილზე არსებულ პრობლემებს ეცნობოდა.

ხელისუფლების მიერ დიდი ყურადღებისა და ძალისხმევის შედეგად ამ დარგის განვითარების მიზნით სულ უფრო ახალი და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება გრძელდებოდა.

2009 წელს გაიხსნა ნახშირის გადასამუშავებელი ფაბრიკა, რის შედეგადაც მომხმარებელს ტყიბულიდან ნახშირი უკვე გადამუშავებული სახით მიეწოდებოდა, რამაც ნახშირის ფასი და შესაბამისად შემოსავლები მნიშვნელოვნად გაზარდა. შეიქმნა დამატებითი სამუშაო ადგილები და ქვანახშირის მრეწველობაში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი სისტემეტურად იზრდებოდა.

აღნიშნულთან ერთად ტყიბულში კიდევ ერთი დიდი პროექტი განხორციელდა - კერძოდ 2011 წელს აშენდა ქვანახშირზე მომუშავე 13 მეგავატი სიმძლავრის თბოელექტროსადგური, რომელიც ნედლეულად ტყიბულის ნახშირს მოიხმარს.

2011 წლისათვის განსახილველად იქნა წარდგენილი ნახშირზე მომუშავე 300 (ანუ ორი 150 ) მეგავატი სიმძლავრის ტყიბულის თბოელექტრო სადგურის მშენებლობის პროექტი, რაც ნახშირის მოპოვების მაჩვენებლების ძალიან დიდი მოცულობით ზრდას ითვალისწინებდა და ათასობით ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, როგორც უშუალოდ მშენებლობის პროცესში, ასევე შემდგომი ექსპლუატაციის დროს. ამისათვის გათვალისწინებული იყო ახალი აუთვისებელი საბადოების ათვისებაც. აღნიშნული პროექტის მიხედვით ეს ობიექტი 2015 წლისათვის უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო, თუმცა ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის 7 წლის განმავლობაში ამ მიმართებით აღარაფერი გაკეთებულა, არაერთი ტყუილი დაპირების შემდეგ დღევანდელმა ხელისუფლებამ გამოაცხადა კიდეც, რომ ეს პროექტი აღარ განხორციელდება, არა თუ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებები შეასრულეს, არამედ 2012 წლამდე დიდი ძალისხმევითა და შრომის შედეგად ამოქმედებული საწარმოების გააჩერეს.

2018 წლის მაისის თვიდან გაჩერდა ფუნქციონირებადი 13 მგ.ვტ. სიმძლავრის თბოელექტროსადგური და 100 მდე ადამიანი უმუშევარი დარჩა. რეგრესი ამით არ გაჩერებულა და დღეს მეშახტეებს განუცხადეს, რომ მათ ხელფასებს ვეღარ გასცემენ.

ქვანახშირის მრეწველობა არის ძალიან სპეციფიკური დარგი, რომელსაც სჭირდება ხელისუფლების მხრიდან დიდი ყურადღება და ზრუნვა დღევანდელი ხელისუფლების უყურადღებობის გამო და იხურება საწარმოები, ასობით ტყიბულელი უმუშევარი რჩება და ქალაქს ტოვებენ ადამიანები იმაზე მეტი ტემპით, ვიდრე ეს 90-იან წლებში შევარდნაძის ხელისუფლების დროს იყო.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას მოუწოდებს ტყიბულელ მეშახტეებს ყურადღება მიაქციონ, ადგილზე ჩავიდნენ და მოთხოვნები შეასრულონ.

პარტია მეშახტეებს მხარდაჭერას უცხადებს" - აღნიშნა მელიქიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42