,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალებითა და სხვა საინფორმაციო მასალებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის" ფარგლებში წელს პირველად დაიბეჭდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“-ის საინფორმაციო სანიშნეები, რომლებიც გადაეცა საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის ყველა მოსწავლეს. კამპანიის მიზანია მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება გადაუდებელი დახმარების ნომრის - „112“-ის და საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის შესახებ. სანიშნეებზე განთავსებულია ინფორმაცია 112-ზე ზარების განხორციელების მიზანშეწონილობისა და ცრუ ზარის განხორციელების ან გართობის მიზნით დარეკვის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული სანქციების თაობაზე. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს მიერ დაიბეჭდა 595 000 ცალი სანიშნე.
მასალის გამოყენების პირობები