რუსი გენერალი NATO-სა და საქართველოს დაახლოებაში "დიდ საფრთხეს" ხედავს
პოლიტიკა - 14:22, 25 Sep, 2019     3176

"კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების", (ОДКБ, სადაც შედიან რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი), გაერთიანებული შტაბების უფროსი ანატოლი სიდოროვი აცხადებს, რომ NATO-სა და საქართველოს დაახლოება ორგანიზაციის წევრი ქვეყნების უსაფრთხოებას პრობლემებს უქმნის.

"კავკასიის რეგიონში, ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისათვის მთავარ საფრთხეს ჩრდილოატლანტიკური კავშირისა და საქართველოს დაახლოება წარმოადგენს. საქართველო მიისწრაფვის ამერიკასა და NATO-სთან დაახლოებისაკენ და აშკარად პოზიციონირებს, როგორც მთავარი პლაცდარმი რუსეთის წინააღმდეგ კავკასიაში," - აცხადებს რუსი გენერალ-პოლკოვნიკი.

მისი სიტყვებით, ამ პლაცდარმის გაძლიერებისათვის აშშ და მისი მოკავშირეები ფინანსურ და სამხედრო დახმარებას უწევენ საქართველოს. მათი მხარდაჭერით ეწყობა ფართომასშტაბიანი მრავალეროვანი სამხედრო სწავლებები და სხვა სახის ღონისძიებები, სადაც მუშავდება რუსეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების ტაქტიკური მონახაზი.

პარალელურად რუსმა გენერალმა ისაუბრა "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების" სამხედრო ქვედანაყოფების ერთობლივ სწავლებაზე "Боевое братство-2019", რომელიც 8-29 ოქტომბერს სამი სახელმწიფოს ტერიტორიაზე გაიმართება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42