დიმიტრი გაბუნია: პირადად შევიტან სარჩელს იმის დასადგენად, ვის დასჭირდა ჩემი გარევა ამ საქმეში
პოლიტიკა - 14:25, 25 Sep, 2019     852
სალომე ზურაბიშვილის სკანდალური შეწყალებები - საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია გენერალურ პროკურატურაში გამოიკითხა.

პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ გაბუნიამ მედიას გამოძიების კითხვებთან დაკავშირებით პასუხები ვერ გასცა, რადგან მისი თქმით, გაუთქმელობის ხელწერილი აქვს დაწერილი და კანონი არ აძლევს უფლებას დეტალებზე ისაუბროს.

საპარლამენტო მდივანმა ჟურნალისტებთან მოკლე განცხადებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ის პირადად შეიტანს პროკურატურაში სარჩელს მისი სახელის და გვარის "ბინძულ ცილისწამებაში" გარევისთვის.

"ღია ვიქნები კანონმდებლობის ფარგლებში, რის უფლებასაც მაძლევს ჟურნალისტებთან საუბრისას. აქვე შვთანხმდეთ, რომ მე მედიასთან ვიქნები ღია და როცა მოვა დრო, ყველა კომენტარს დროულად მიიღებთ. მე დავიკითხე მოწმის სახით, აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე და დეტალურად მივაწოდე ინფორმაცია გამოძიებას. მივაწოდე ის ინფორმაცია რაც მე მქონდა.
რაც შეეხება გამოძიების შეკითხვებსა და დეტალებს, მე მოვაწერე ხელი გაუთქმელობის ხელწერილს და ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ მაქვს უფლება ვისაუბრო იმაზე, თუ რასთან დაკავშირებით იყო შეკითხვები და კონკრეტულად რას გავეცი პასუხი. მე ვარ იურისტი და კანონს ვერ დავარღვევ. მე გამოძიებას ვუთხარი ყველაფერი, დაახლოებით ის, რაზეც რამდენიმე დღის წინ ვისაუბრე. დანარჩენი არის ძიების საგანი. მე მინდა გავაკეთო განცხადება - გამოძიებას ვენდობი სრულად დღევადნელი გამოკითხვის შემდეგ, მე დამრჩა განცდა გულწრფელად გეტყვით, რომ არის მზაობა, გამოვლინდნენ შესაძლო დანაშაულში მხილებული პირები და 200%-ით ვენდობი საქართველოს გენერალურ პროკურატურას.
მეორე, ჩემს ინტერესშია და მე მოვითხოვე რამდენიმე დღის წინ, რომ მე დავეკითხეთ და ამისთვის მადლობელი ვარ. მესამე, მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება დეტალურად უმოკლეს ვადებში დადებს დასკვნას და თუ დანაშაულში შესაძლო მხილებული პირები გამოიკვეთნენ, ისინი უმკაცრესაც უნდა დაისაჯონ კანონის სრული სიმკაცრით.
აქვე ვაცხადებ: როგორც კი დამთავრება ეს გამოძიება, ყველა იმ პირის მიმართ, ვინც მე, დიმიტრი გაბუნია, ანუ ჩემი სახელი და გვარი გარია ამ ბინძურ ცილისწამებაში, პირადად შევიტან სარჩელს სასამართლოში. ეს თემა ასე არ დამთავრება, პირადად ჩემთვის ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. ძალიან დიდი ბოდიში, როდესაც ჩემი ოჯახი არის ასეთ დღეში... არ ვიცი ჯერ, ვინ დაგეგმა და ვსვამ ამ კითხვებს. ვის სჭირდებოდა ჩემი სახელის და გვარის გარევა, როდესაც ყველაფერი გამჭირვალედ ნათელი იყო" - აღნიშნა გაბუნიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42