გიორგი ვოლსკის განცხადებით, იმპიჩმენტის საკითხზე საუბრობენ ადამიანები, რომელთაც პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ. მისივე თქმით, სახელმწიფოს და მისი სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე, იმპიჩმენტის საკითხი არ დამდგარა ექსპრეზიდენტების- სააკაშვილის და მარგველაშვილის შემთხვევებშიც კი.
„გამოდიან ადამიანები, ვისაც არათუ პასუხისმგებლობა არა აქვთ, არამედ ნამუსი დაკარგეს საერთოდ, იმხელა დანაშაულებები აქვთ ყველა მიმართულებით ჩადენილი.41 მკვლელობის მუხლით გასამართლებული შეიწყალა მარგველაშვილმა, 8, მხოლოდ სამ წელიწადში შეიწყალა სააკაშვილმა და აქვე, გირგვლიანის გახმაურებული საქმე. მაგრამ აქ თემა სახელმწიფოს სტაბილურობას და ქვეყანას ეხება. ჩვენ სააკაშვილის იმპიჩმენტი არ მოგვითხოვია, იმიტომ, რომ პარტნიორებისგან იყო რჩევები, რომ ბოლომდე მიგვეყვანა. იგივე, მარგველაშვილის იმპიჩმენტის დაწყება, წარმოიდგინეთ რა პროცესებს დაუდებდა საფუძველს",-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, ამ თემაზე მსჯელობა არ ყოფილა. მისივე თქმით, არსებობს პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, რომელიც ყველას მოეთხოვება.
მასალის გამოყენების პირობები






