მოკლული დავით ოთხმეზურის მამამ პროკურატურა დატოვა. გიორგი ოთხმეზურმა საგამოძიებო ორგანოს დატოვების შემდეგაც თქვა, რომ მისი შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებაზე პასუხისმგებლობა საქართველოს პრეზიდენტს ეკისრება.
ოთხმეზურის თქმითვე, მისი შვილი ასლან ბეჟანიძემ მოკლა და ამის დამადასტურებელი მასალები თადუმაძის უწყებაში ინახება:
"პასუხისმგებლობა ეკისრება სალომე ზურაბიშვილს. არ მაინტერესებს, ვისი გადაწყვეტილება იყო, ვინ ურჩია, ვინ ფული აიღო, ნაცნობობით გაკეთდა, სიყვარულით, თუ მტრობით. ამას არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის. კითხვები სალომე ზურაბიშვილსა და დიმიტრი გაბუნიას არ შეხებია, მათი გვარები არც უხსენებიათ. ისიც მკითხეს, დამიკავშირდა თუ არა ვინმე პრეზიდენტისგან, მე ვუთხარი, რომ ჰქონდათ კომუნიკაციის მცდელობა, თუმცა მე უარი ვუთხარი“,- განაცხადა მედიასთან ოთხმეზურმა.
მასალის გამოყენების პირობები






