ადვოკატი: დევაძე სამართლიან სასამართლოს ვერ ეღირსა, პრეზიდენტმა კი შეწყალებით ეს ხარვეზი გაასწორა
პოლიტიკა - 18:36, 24 Sep, 2019     954
სალომე ზურაბიშვილის მიერ 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებას რამაზ დევაძის ადვოკატი მართლმსაჯულებაში არსებული ხარვეზის გასწორებას უწოდებს.

ირაკლი გაბრიჩიძე "ნიუპოსტთან" ამბობს, რომ 2014 წლის 27 დეკემბერს ღამის კლუბ "ლეგასში" მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს იცავდა, იარაღი კი გაუვარდა.

რაც შეეხება შეწყალების საქმეში გეგა გეგეშიძის შესაძლო მონაწილეობას, უფლებადამცველი "ნიუპოსტის" შესაბამის კითხვის საპასუხოდ აღნიშნავს, რომ დევაძის შეწყალების ერთ-ერთი რეკომენდატორი ჭიდაობის ფედერაცია იყო, თუმცა მოაწერა თუ არა უშუალოდ გეგა გეგეშიძემ დოკუმენტს ხელი მისთვის უცნობია:

"მანდ საინტერესო სხვა რამეა. რამაზ დევაძე მოჭიდავეა. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონია. შესაბამისად, სპორტულ წრეებში ის ცნობილი ადამიანია. შეწყალებას აწერს თუ არა გეგეშიძე ხელს ასეთი რამ არ არის რა... რამაზ დევაძის დადებითი დახასიათება იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან. მას დადებითად ახასიათებდნენ სხვა პირებიც. მათ შორის ერთ-ერთი არის ჭიდაობის ფედერაცია. უშუალოდ გეგეშიძე არის თუ არა არ ვიცი, ფედერაციაში მის გარდა უამრავი ადამიანია"- განაცხადა გაბრიჩიძემ.

ადვოკატის განცხადებით, პატიმრის შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა.

"შეწყალების უფლება მსჯავრდებულს ნებისმიერ დროს აქვს. არის გარკვეული შიდადებულებები, ყველა პრეზიდენტს შეუძლია გამოსცეს შეწყალების სხვადასხვა კრიტერიუმი. ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციული უფლება-მოსილება. მითუმეტეს დევაძესთან მიმართებით, როდესაც მის მიმართ მართლმსაჯულება არ განხორციელდა. სამართლიანი სასამართლოს პირობებში მაქსიმალური სასჯელი 2-3 წელი უნდა ყოფილიყო"- აღნიშნა გაბრიჩიძემ.

უფლებადამცველის თქმით, რამაზ დევაძის წინააღმდეგ გამოძიება თავიდანვე არასწორი მიმართულებით წარიმართა.

"4 სხვადასხვა საექსპერტო დასკვნით დასტურდებოდა, რომ ამ ადამიანს მკვლელობა არ ჩაუდენია. მკვლელობაში ვგულისხმობ განზრახ ადამიანის მოკვლას - ჩაიდინა გაუფრთხილებელი დანაშაული, რასაც ძალიან განიცდიდა. შემთხვევითი გასროლა იყო და ეს დადასტურებულია მტკიცებულებებით. მაგრამ სამართლიან სასამართლოს როცა ვერ ეღირსება ადამიანი, ის არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მნიშვნელოვანია სამართლებრივი შეფასება - არსებობს მკვლელობა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, რომელიც მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებაა.

აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში მყოფ ადამიანს უფლება აქვს მოკლას ადამიანი და საერთოდ გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან. თუ ფარგლებს გადაამეტებს, ეს არის შემამსუბუქებელი გარემოება. დევაძე ჯერ თავს იცავდა, და შემდეგ დანარჩენ საზოგადოებას იცავდა ამ ადამიანისგან. კლუბში სამი თუ ოთხი კაცი დაიჭრა, თუმცა ეს ადამიანები საერთოდ გააქრეს, გამოძიებაც კი არ დაწყებულა"- განუცხადა "ნიუპოსტს" ირაკლი გაბრიჩიძემ.

ადვოკატი აუცილებელი მოგერიებით ხსნის იმ ფაქტსაც, რომ დევაძემ მუკბანიანი ზურგზე დააგდო. უფლებადამცველის თქმით, პოლიციელი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მისამართით ახორციელებდა სროლას.

"წამების ამბავი იყო, შეიძლება მოეკლა კიდეც. დევაძე თავს იცავდა. მას შემდეგ რაც დევაძე ძირს დავარდა, ამის შემდეგ ართმევს მუკბანიანს დამუხტულ იარაღს და ცდილობს მის განმუხტვას და ტყვიის გამოაგდებას. დევაძეს იარაღი მუცლის არეში ეჭირა. ეს არის სპეციფიკური იარაღი, რომელსაც არ აქვს დამცავი ჩახმახი და ამაზე ექსპერტიზაც არსებობს და შესაძლებელია გაუცნობიერებელმა ადამიანს გაუვარდეს, როგორც მოხდა, გაუვარდა რა. სასამართლომ კი ამ ექსპერტიზის დასკვნებს, რომლებიც წარვადგინეთ, თავი აარიდა. ასეთი სასამართლოს პირობებში პრეზიდენტმა მართლმსაჯულების ხარვეზი მეტნაკლებად გაასწორა"- დასძინა ადვოკატმა.

მკვლელობა ბათუმში 2014 წლის 27 დეკემბერს ღამის კლუბ "ლეგასში" მოხდა. ცნობილია, რომ 22 წლის პოლიციელი, თარაშ მუკბანიანი ამ დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, თუმცა თან ჰქონდა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი. ის სწორედ ამ იარაღიდან გასროლის შედეგად დაიღუპა.

2015 წლის სექტემბერში, ბათუმის საქალაქო სასამართლომ რამაზ დევაძე დამნაშავედ ცნო თარაშ მუკბანიანის განზრახ მკვლელობაში და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს განაჩენი არც სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებს შეუცვლიათ. რამაზ დევაძემ მხოლოდ 4 წლიანი სასჯელი მოიხადა და პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ, 28 აგვისტოს საპატიმრო დაწესებულება დატოვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42