"რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ფრენა დაფიქსირდა 2019 წლის 24 სექტემბერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით არსებული საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. აღნიშნული აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.
აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა „ცხელი ხაზი“ და ინფორმაცია მიეწოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM). რაც შეეხება ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებულ პროცესებს, აღნიშნული საკითხი ოქტომბრის დასაწყისში კიდევ ერთხელ მწვავედ იქნება დასმული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე"- აცხადებენ სუსში.
სოფელ ჩორჩანის ტყეში, სადაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა ორი ბლოკ-პოსტი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საოკუპაციო ზოლიდან 1.300 მეტრის დაშორებით გამართეს, დღეს კი რუსული საინჟინრო ტექნიკა წაღვლი-ჩორჩანის ტყეში, ჩორჩანის თავზე კი - ოკუპანტთა ვერტმფრენი გამოჩნდა.
ფოტომასალა ექსკლუზიურად „ნიუპოსტს“ ანტიოკუპაციური მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლებმა მიაწოდეს.
მასალის გამოყენების პირობები






