აშშ სახდეპარტამენტის სპეცწარმომადგენელი: საქართველოში დემოკრატიისგან უკუსვლა შეინიშნება
პოლიტიკა - 16:47, 24 Sep, 2019     1617

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეცწარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კურტ ვოლკერი მიიჩნევს, რომ საქართველოსთან მიმართებაში მიღწეული დემოკრატიული პროგრესისგან უკუსვლა შეიმჩნევა.

ამის შესახებ რადიო თავისუფლებაზე დაყრდნობით „უკრაინსკაია პრავდა“ იტყობინება. ვოლკერმა განაცხადა, რომ პოლიტიკურად ასე დაყოფილი საქართველო არასდროს ახსოვს.

„არის უკუსვლის რისკი. მაგალითად, საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც გასულ წელს ჩატარდა, მთელი რიგი ნაკლოვანებებით გამოირჩეოდა“, - განაცხადა ვოლკერმა, რომელიც ნატოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე იყო 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს.

მისივე თქმით, საქართველოს პოლიტიკური რყევების დასარეგულირებლად საკმარისი დრო აქვს მანამ, სანამ მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

„დარწმუნდით, რომ საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს იქნება ყველაზე თავისუფალი და სამართლიანი იმ არჩევნებს შორის, რომელიც ოდესმე ჩატარებულა საქართველოში. სწორედ ეს უნდა იყოს მთავარი მიზანი“, - განაცხადა კურტ ვოლკერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42