"ამას ისეთი პატრონი ჰყავს, ტყუილად მოდიხართო" - ვისით დაემუქრა მოკლული პოლიციელის დეიდას რამაზ დევაძის დედა სასამართლო პროცესზე
პოლიტიკა - 16:19, 24 Sep, 2019     2740
22 წლის ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის დეიდა, ნინო ოდიშარია პრეზიდენტისგან ახალგაზრდა სამართალდამცავის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალების მოტივებზე პასუხს ბოლო 10 დღეა, უშედეგოდ ითხოვს.

მთელი ამ დროის განმავლობაში კითხვები და კორუფციასთან დაკავშირებული ვარაუდები უფრო გაიზარდა, ზურაბიშვილი კი განმარტებებს ჯიუტად არ აკეთებს.

ოდიშარიას კითხვები აქვს საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის მისამართითაც - მოკლული ბიჭის დეიდას აინტერესებს, მიმართა თუ არა გეგა გეგეშიძემ სალომე ზურაბიშვილს მეგობრის, რამაზ დევაძის შეწყალების მოთხოვნით.

ნინო ოდიშარია "ნიუპოსტთან" არ გამორიცხავს, რომ სკანდალურ შეწყალებაში გეგა გეგეშიძის გვარიც ფიგურირებდეს, ამიტომ ის ზურაბიშვილს და მის ადმინისტრაციას მოუწოდებს გამოაქვეყნონ სრული სია, ვინ მოაწერა ხელი მკვლელის ციხიდან გამოშვების რეკომენდაციას.

"ბათუმი პატარა ქალაქია, გავიგე, თუმცა ვერ დავადასტურებ, რომ მათ მეგობრული ურთიერთობა აქვთ (დევაძესა და გეგა გეგეშიძეს). გამიგია, რომ ახლობლობენ, ერთად გაზრდილი ბავშვები არიან. როგორც შს ყოფილი მინისტრი ჭიკაიძე, ისე დევაძე და გეგეშიძე მოჭიდავეები არიან.

მეტიც, რამაზ დევაძის დედისგან გამიგია, რომ მინდია გორაძე, იგივე ლავას ოღლი ჩემი დისშვილის მკვლელის ბავშვობის მეგობარი იყო. რა მოხდა, თუ ვინმე დაეხმარება რამაზის თუ გინდ გამოშვებაში ან ფინანსურადო. ამას ისეთი პატრონი ჰყავს ტყუილად მოდიხართო, მომაძახა დევაძის დედამ სასამართლოზე. გამოჩნდა კიდევ მისი პატრონი!

რაც შეეხება გეგეშიძეს, არ გამოვრიცხავ რომ პრეზიდენტისთვის მიემართა... მიმართავდა კიდევაც. მისი მეგობარია და შეიძლებოდა რეკომენდაცია გაეწია. ყველაფერს პასუხი უნდა გასცეს სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც ხელთ აქვს ეს საბუთები. მივმართავ მას - ვინ შეუტანა შეწყალების აქტი. 10 დღეზე მეტია კითხვით მივმართე, თუმცა მან მხოლოდ მორატორიუმი გამოაცხადა და მას მერე განცხადება არ გაუკეთებია. ამიტომ ვამბობ, მხოლოდ ეჭვის დონეზე შემიძლია საუბარი. ზურაბიშვილს კი დოკუმენტალურად შეუძლია პასუხი გამცეს"- განაცხადა "ნიუპოსტთან" ნინო ოდიშარიამ.

თარაშ მუკბანიანის დეიდას მოქმედი ხელისუფლების პირობებში ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს, სწორედ ამიტომ თქვა მან პროკურატურაში მისვლაზე უარი.

"დღეს დამირეკეს პროკურატურიდან, რაღაც კითხვები გვაქვსო, უწყებაში მისვლა მთხოვეს, თუმცა არ დავთანხმდი. რადგან თადუმაძის უწყებასთან კითხვები არ მაქვს, ჩემი კითხვების ადრესატი სალომე ზურაბიშვილია. თავის დროზე პროკურატურამ გამოძიება დაასრულა, რამაზ დევაძეს, განზრახ მკვლელობისთვის 12 წელიწადი მიუსაჯეს. ახლა მე კითხვები მაქვს პრეზიდენტთან და ხელისუფლებასთან - რატომ გამოუშვეს მკვლელი?! რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილის პასუხისმგებლობაა და თუ მას არ აქვს მკვლელების შეწყალებაზე პასუხი, მაშინ ერს, ხალხს ვკითხოთ - თუ პრეზიდენტი უუნაროა, ვერ კითხულობს ან ვერ მეტყველებს, როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო"- განმარტა ნინო ოდიშარიამ.

თარაშ მუკბანიანის დეიდა "ნიუპოსტზე" გამოქვეყნებულ მასალასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, წყაროს ცნობით, რამაზ დევაძის შეწყალების საქმე შესაძლოა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, ლავას ოღლის სახელსა და "ქართული ოცნების" ხელისუფლების გარიგებას უკავშირდებოდეს.

"მტკიცებით ფორმაში ამას ვერ ვიტყვი. ამის მტკიცებულება არ მაქვს. თუმცა მკვლელების და ნარკორეალიზატორების შეწყალების სერიები ეჭვის საფუძველს მიჩენს. დაველოდეთ... შესავალი აქვს ამ ყველაფერს. დღევანდელ მთავრობაში გამოძიების ობიქტურობას გამოვრიცხავ"- გვითხრა ნინო ოდიშარიამ.

რაც შეეხება ადვოკატის ინფორმაციას, რომ რამაზ დევაძის შეწყალებას სასულიერო პირებიც ითხოვდნენ, თარაშ მუკბანიანის დეიდა სიცრუეს უწოდებს.

"ვიცი, რომ სასულიერო პირებს ხელი არ მოუწერია. გამოაქვეყნოს სია, ვისი რეკომენდაციით იქნა ეს ადამიანი შეწყალებული. ვინ მიუტანა ეს საბუთები?! ჩამოთვალოს რეკომენდატორები. ვინ იცავს კრიმინალებს?!

ჩემს დისშვილს არაფერი ეშველება, თარაშიკოს ვერავინ გამიცოცხლებს. მაგრამ იმაზე ვბრაზდები, რომ მკვდრის დაცვა მომიწია. სხვა ბავშვებს ნუ ჩააფურთხებენ, მოიქცენ ისე როგორც ღირსეულ მთავრობას და მხედართმთავარს შეეფერება"- განაცხადა თარაშ მუკბანიანის დეიდამ.

მკვლელობა ბათუმში 2014 წლის 27 დეკემბერს ღამის კლუბ "ლეგასში" მოხდა. ცნობილია, რომ 22 წლის პოლიციელი, თარაშ მუკბანიანი ამ დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, თუმცა თან ჰქონდა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი. ის სწორედ ამ იარაღიდან გასროლის შედეგად დაიღუპა.

2015 წლის სექტემბერში, ბათუმის საქალაქო სასამართლომ რამაზ დევაძე დამნაშავედ ცნო თარაშ მუკბანიანის განზრახ მკვლელობაში და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს განაჩენი არც სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებს შეუცვლიათ. რამაზ დევაძემ მხოლოდ 4 წლიანი სასჯელი მოიხადა და პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ, 28 აგვისტოს საპატიმრო დაწესებულება დატოვა.

რაც შეეხება გეგეშიძის შესაძლო კავშირს სკანდალურ შეწყალებასთან ეს თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც დევაძის ადვოკატმა, თქვა, რომ დევაძის შეწყალების ერთ-ერთი რეკომენდატორი ჭიდაობის ფედერაცია იყო, რომელსაც გეგა გეგეშიძე ხელმძღვანელობს.

გარდა ამისა "ნიუპოსტი" ექსკლუზიურად წერდა დევაძისა და მინდია გორაძის კავშირებზე. გავარკვიეთ, რომ წლების წინ, დევაძე დახვდა ლავას ოღლის სარფში. გავრცელებული ინფორმაციით, დევაძე ეხმარებოდა ე.წ. კანონიერ ქურდს შს სამინისტროს მაშინდელ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის დალაგებაში. როგორც ცნობილია, რევაზ დევაძე, მინდია გორაძე და ალექსანდრე ჭიკაიძე წლების წინ მოჭიდავეების ერთ გუნდში იყვნენ. ითქვა ისიც, რომ მაშინ ჭიკაიძემ მინდია გორაძესთან საურთიერთობოთ მისი ნდობით აღჭურვილ პირად ჭიდაობის ფედერაციის ახლანდელი ხელმძღვანელი, გეგა გეგეშიძე გამოყო, რომელიც მაშინ ჭიკაიძის დაცვაში მუშაობდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42