ჩორჩანის თავზე რუსული ვერტმფრენი, ოკუპირებულ ტყეში კი ოკუპანტთა ტექნიკა მოძრაობს
პოლიტიკა - 16:03, 24 Sep, 2019     2633

სოფელ ჩორჩანის ტყეში, სადაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა ორი ბლოკ-პოსტი გამართეს, რუსული საინჟინრო ტექნიკა, ჩორჩანის თავზე კი - ოკუპანტთა ვერტმფრენი გამოჩნდა.

ფოტომასალა ექსკლუზიურად „ნიუპოსტს“ ანტიოკუპაციური მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლებმა მიაწოდეს.

მოძრაობის ლიდერმა დავით ქაცარავამ, რომლის გუნდი შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლზე 2017 წლის ივლისიდან უწყვეტი სამოქალაქო პატრულირებითაა დაკავებული, "ნიუპოსტს" უთხრა, რომ დილიდან ოკუპირებული ჩორჩანის ტყეში რუსი ოკუპანტების კუთვნილი საინჟინრო ტექნიკა, კერძოდ, სამხიდიანი სატვირთო მანქანა გამოჩნდა, მოგვიანებით კი, სავარაუდოდ, ოკუპირებული წნელისიდან აფრენილმა რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას გადაუფრინა, ჩორჩანას წრე დაარტყა და ცხინვალის მიმართულებით გაფრინდა:

„სამუშაოები ჩორჩანის ტყეში ერთი წუთითაც არ წყდება. ცხინვალის დე ფაქტო ძალოვნები ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მუშაობენ, ხოლო რუსი ოკუპანტები მათ ნამუშევარს ვერტმფრენებით აკონტროლებენ და ალბათ, შექებასაც არ დაინანებენ გულმოდგინე საქმიანობისთვის.

ჩვენი ხელისუფლება არათუ ხელს არ უშლის ამ მოქმედებებს, არამედ საერთოდაც, დუმილს არჩევს, რასაც არანაირი ახსნა არა აქვს“, - აცხადებს დავით ქაცარავა.

შეგახსენებთ, აგვისტოს ბოლოს ოსურმა მხარემ პრეტენზია გამოთქვა ჩორჩანაში, წნელისის ადმინისტრაციულ საზღვართან, ტყის ზოლზე ქართული პოლიციის სტაციონარული საგუშაგოს აგების გამო, მოგვიანებით კი ამის საპირწონედ ჩორჩანის სიღრმეში, ასევე ტყის ზოლზე ორი სტაციონარული საგუშაგო გამართა, რითაც 1.300 მეტრით შემოიჭრა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სწორედ დავით ქაცარავამ და მისმა მეგობრებმა გაავრცელეს, მოგვიანებით კი ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმაც დაადასტურეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42