"დაიწყეთ მოლაპარაკება აშშ-სთან რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე" - მამუკა ხაზარაძის მოძრაობა მთავრობას მიმართავს
პოლიტიკა - 15:49, 24 Sep, 2019     712

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო" საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის აქტს და საერთაშორისო სამართლის კიდევ ერთ უხეშ დარღვევას უწოდებს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებას, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის დაფინანსებას ითვალისწინებს.

"როგორც ცნობილი გახდა, რუსეთის პრეზიდენტმა დაამტკიცა მთავრობის წინადადება, დააფინანსოს აფხაზეთის ე.წ. არმიის მოდერნიზაცია. რუსეთის ხელისუფლება განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას და ფაქტობრივ ანექსიას. კრემლის ბოლო გადაწყვეტილება - გააძლიეროს აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის სამხედრო პოტენციალი, კიდევ ერთი დასტურია, რომ რუსეთის ამოცანაა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სრული სამხედრო ექსპლუატაცია, მათ შორის ადგილზე ფეთქებადსაშიში ტენდენციის შენარჩუნების და მილიტარისტული განწყობების გაძლიერების გზით.

აღნიშნული ქმედება არის საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის აქტი და საერთაშორისო სამართლის კიდევ ერთი უხეში დარღვევა. ყოველივე ზემოაღნიშნულს კი სათანადო პასუხი არ გაეცა საქართველოს მთავრობის მხრიდან. მეტიც, ხელისუფლება აგრძელებს არაეფექტიან, შემგუებლურ და შედეგობრივად ხელშემწყობ პოლიტიკას, არ იყენებს დიპლომატიის არცერთ ბერკეტს. ამავდროულად, საქართველოს მთავრობამ ამ ფაქტის შესახებ პოლიტიკურად არასათანადო დონის განცხადებები გააკეთა, რაც მიანიშნებს, რომ მას არ სურს და არ ძალუძს მოახდინოს შესაბამისი რეაგირება რუსეთის აშკარად გამოხატულ აგრესიულ აქტებზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ.

ამავე დროს, 2017 წლის აშშ-ს სანქციების აქტი, რომელიც სრული ორმხრივი პარტიული მხარდაჭერით იქნა მიღებული აშშ-ს კონგრესში, იძლევა საშუალებას, ამოქმედდეს სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, ისევე, როგორც ეს მოხდა ყირიმთან მიმართებით. ამასთან, ნათელია, რომ აქამდე არსებული არაღიარების პოლიტიკა ვერ პასუხობს რუსეთის დღევანდელ ქმედებებს და ფაქტობრივ ანექსიას. შესაბამისად, მოვუწოდებთ:

საქართველოს მთავრობას:

• მთავრობის ხელმძღვანელის დონეზე დაგმოს კრემლის ბოლო გადაწყვეტილება აფხაზეთის სამხედრო შეიარაღების დაფინანსების თაობაზე;

• დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და კონგრესთან, რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების შესაძლებლობების თაობაზე;

გაააქტიუროს მუშაობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებთან რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციების დაწესების პოტენციური შესაძლებლობების შესახებ;

• დაიწყოს მოლაპარაკებების აშშ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საქართველოსთვის სპეციალური მოკავშირის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

საქართველოს პრეზიდენტს:

• გამოიყენოს გაეროს მაღალი ტრიბუნა და ცალსახად, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, წარმოაჩინოს რუსეთის მტრული და აგრესიული, საერთაშორისო სამართლის სრული იგნორირების პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით;

• თავი შეიკავოს რუსეთის დელეგაციასთან ნებისმიერი, არაფრისმომცემი დიალოგისა და ორმხრივი შეხვედრის ფორმატისგან გაეროს ასამბლეის ფარგლებში და მის შემდგომ" - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42