თბილისის საქალაქო სასამართლოსთან "გავრილოვის ღამის" საქმეზე დაკავებული პირების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
აქციაზე იმყოფებოდა მალხაზა მაჩალიკაშვილი, რომელიც მისი ძმისშვილის მორის მაჩალიკაშვილის დაკავებას მის დასჯად აფასებს.
„ვითხოვთ, გათავისუფლდეს მორის მაჩალიკაშვილი იმ ტყვეობიდან, რომელშიც არის ჩემ გამო, რომ ბიძამისი დააჩოქონ, დააქციონ, მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან. ზოგს შინაპატიმრობა აქვს მისჯილი, დაკავებულია ოქრუაშვილიც, ეს არის პირდაპირ გავრილოვის სისხლიანი ღამის პოლიტპატიმრები. ერთი თვე ვიყავი ღია ცისქვეშ და კარვის გაშლა რომ დავაპირე იმ დღეს, ხელისუფლებამ დამიშალა, გამიწიეს წინააღმდეგობა უკანონოდ. დავპირდი, რომ საღამოს კარავს გავშლიდი. იმ დღეს დაურეკეს მორის მაჩალიკაშვილს, თუ ბიძაშენი კარავს გაშლის, ხვალ ციხეში გამოგამწყვდევთო" - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






