"ევროპული საქართველო’’ 2019 წლის საბიუჯეტო ცვლილებების პროექტს, რომელიც პარლამენტში შევიდა, მხარს არ უჭერს
პოლიტიკა - 13:29, 24 Sep, 2019     509

"ევროპული საქართველო’’ 2019 წლის საბიუჯეტო ცვლილებების პროექტს, რომელიც პარლამენტში შევიდა, მხარს არ უჭერს - ამის შესახებ დავით ბაქრაძემ და ზურაბ ჭიაბერაშვილმა ისაუბრეს. მათი თქმით, მთავრობის მხრიდან ადგილი აქვს არასწორ მენეჯმენტსა და ბიუროკრატიაზე თანხის ხარჯვას საკუთარი კეთილდღეობის წინა პლანზე დაყენების მიზნით.

’’საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობას ატყუებს. პრემიერ-მინისტრის საპარლამენტო გამოსვლა გვახსოვს, როცა გიორგი გახარიამ თქვა, რომ თურმე, ლარი იმიტომ უფასურდება, რომ საქართველოს მთავრობა ვალებს არ იღებს. ცვლილებებით, მთავრობა დამატებით 500 მლნ ლარიან შიდა ვალს იღებს. 2019 წელს 400 მლნ ლარიანი მაღალპროცენტიანი შიდა ვალის აღება ისედაც გათვალისწინებული იყო, ცვლილებებით კი, 400 მლნ ლარს კიდევ 500 მლნ ლარი დაემატება და მხოლოდ წელს აღებული შიდა ვალი 900 მლნ ლარი იქნება. 2012 წელს, ვალი 7,8 მლრდ ლარი იყო. დღეს ვალი 19 მლრდ ლარზე მეტია, რაც გაორმაგებულია. ეს ცვლილებები აჩვენებს, რომ საპარლამენტო ტრიბუნიდან გიორგი გახარიამ მოსახლეობა მოატყუა, როცა თქვა, რომ ვალებს არ იღებს. ვალი არის საგანგაშოდ მაღალი, როგორიც არ ყოფილა არც შევარდნაძის დროს, არც „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში. ცვლილებები კარგად აჩვენებს მენეჯმენტის უუნარობას, რაც ხელისუფლებაშია.

მათი უნიათობის, თავმოუბმელობისა და კორუფციის გამო, შეღავათიანი კრედიტის ათვისება ვერ მოახერხეს და იძულებული ვართ, 500 მლნ ლარი შიდა ვალი ავიღოთ, რაც ჩვენი და ჩვენი შვილების გადასახდელი იქნება. ეს აჩვენებს სისტემის მარცხს – უუნარობას, არაკომპეტენტურობას, კორუფციას. საგარეო ინვესტიციები საგანგაშო ნიშნულზეა ჩამოსული, ხელისუფლება კი, შეღავათიან კრედიტს ვერ ითვისებს და იძულებულია, საშინაო ვალი აიღოს. ვალი შეიძლება აიღო, როცა ეს ქვეყნის ეკონომიკას სჭირდება, მაგრამ ვალი რა მიზნით იქნება აღებული, ეს ცალკე თემაა. ეს ვალი ჩინოვნიკების კეთილდღეობაზე დაიხარჯება და არა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე”- განაცხადა დავით ბაქრაძემ






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42