"პოლიტიკური უზნეობა, სისულელე და ჭორაობა"- "ოცნების" ლიდერების შეფასებები ბესელიას სკანდალურ განცხადებაზე
პოლიტიკა - 12:31, 24 Sep, 2019     740

"ქართული ოცნების" წევრები "სისულელეს" და "ჭორაობას" უწოდებენ მათი ყოფილი თანაგუნდელის ეკა ბესელიას მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ""ქართული ოცნება" უმრავლესობის წევრებს პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელებით ემუქრება".

სოფო კილაძის თქმით, თუ ბესელიას ინფორმაცია აქვს ვინმეს შანტაჟის შესახებ, მიაწოდოს პროკურატურას.

"თუ ბესელიას ეს ინფორმაცია არ აქვს და ამას პოლიტიკური მიზნით აცხადებს, ეს არის ჭორაობა"- განაცხადა კილაძემ.

გია ვოლსკი კი ბესელიას განცხადებას "პოლიტიკურ ველზე დასარჩენისთვის ბრძოლას" უკავშირებს.

„თუ რაიმე ასეთი ინფორმაცია გააჩნია ეკა ბესელიას, აუცილებელია მიაწოდოს ან საზოგადოებას ან სულ მცირე გახადოს ეს ნათელი და ხმამაღლა განაცხადოს ამის თაობაზე. ასე საუბარი, რომ ვიღაცას აშანტაჟებენ, იმდენად არ ახასიათებს "ქართული ოცნების" ხელისუფლების ხელწერას, რომ მიმაჩნია, რომ აქ უზუსტობას არ აქვს ადგილი, აქ არის გამიზნული დეზინფორმაცია მიწოდებული საზოგადოებისთვის, რომელიც ძალიან უახლოვდება პოლიტიკურ უზნეობას. მან ამასთანავე, ძალიან კარგად იცის ვინ იწერდა პირად ცხოვრებას, ვინ ეხებოდა, ვის აშანტაჟებდა და ვისი ხელწერა იყო. როდესაც ასეთი უსაფუძვლო ბრალდებით გამოდიხარ ხელისუფლების წინააღმდეგ ეს მნიშვნელოვანწილად არის ტოლობის დასმა იმ მწამებელ მმართველობასთან, რომლის წინააღმდეგ თვითონ ეკა ბესელია საკმაოდ აქტიურად იბრძოდა ერთი პერიოდი", - განაცხადა ჟურნალისტებთან გია ვოლსკიმ.

მედიასთან კომენტარი გააკეთა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა. მისი თქმით, კატეგორიულად ემიჯნება ბრალდებებს, რომელიც, “ეკა ბესელიას ბოლო პერიოდში ახასიათებს”.

"პირადი ცხოვრების ან საერთოდ რაიმე პირადულის გამოყენება საჯარო ფიგურის წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლაში თუ სხვა მიზნებისთვის არის ყოვლად მიუღებელი. ვერანაირ სტანდარტში, ვერც მორალურ სტანდარტში ვერც ადამიანურ სტანდარტში ვერ ჯდება და ეს არის ის წყალგამყოფი, რომელიც ყველას გვაერთიანებს. ზოგადად, პირადი ცხოვრების გამოყენება პოლიტიკურ ბრძოლაში არის მიუღებელი. თუმცა, ამასთან ერთად მე კატეგორიულად ვემიჯნები იმ ბრალდებებს, რომელიც ქალბატონ ეკა ბესელიას ბოლო პერიოდში ახასიათებს. ის მიუთითებს იმაზე, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელები შესაძლოა, ამ მეთოდებს მიმართავენ. რაც ასევე გამოძიებამ დაადგინა, დაადგინა მათ შორის ამ პირადი ცხოვრების კადრების ჩამწერი პირების ვინაობაც, გავრცელებაზე მოხდა პირების დასჯა. შესაბამისად, ხელისუფლების დამოკიდებულება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ამ ფაქტების მიმართ არის მკაფიო, ცხადი და მგონია, რომ ზედმეტი სპეკულაცია არ არის საჭირო", - განაცხადა ცქიტიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42