„საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს პასუხი აგოს“ - მუხთარლის ცოლმა ევროსასამართლოს მიმართა
პოლიტიკა - 11:00, 24 Sep, 2019     1345
აზერბაიჯანში გასამართლებული ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი აფგან მუხთარლი, რომელსაც მის ადვოკატზე ზეწოლის გამო შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, კარცერში გადაიყვანეს - ამის შესახებ „კავკაზსკი უზელს“ მუხთარლის მეუღლემ განუცხადა.


ადვოკატმა ნემატ ქერიმლიმ ზეწოლის შესახებ რამდენიმე დღის წინ განაცხადა. მისი თქმით, მასზე ზეწოლას აზერბაიჯანელი ძალოვნები ახდენდნენ, როცა ის ციხეში მისი დაცვის ქვეშ მყოფს სტუმრობდა.

ამის საპასუხოდ აფგან მუხთარლიმ 22 სექტემბერს შიმშილობა გამოაცხადა და მის ადვოკატზე ზეწოლის ფაქტების ობიექტური გამოძიება მოითხოვა. ჟურნალისტმა ასევე განაცხადა, რომ კოლონიაში მასთან ერთად მყოფ პატიმრებზე ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლა ხდება, მაგრამ პატიმართა საჩივრები ამასთან დაკავშირებით არც კი განიხილება.

აგვისტოში ადვოკატმა ქერიმლიმ განაცხადა, რომ მას არ მისცეს მუხთარლისთან შეხვედრის საშუალება, ხოლო აზერბაიჯანის ადვოკატთა კოლეგიამ მას უფლება,ოსილება ერთი წლით შეუჩერა. ადვოკატმა ეს გადაწყვეტილება მისი მხრიდან მუხთარლის დაცვას დაუკავშირა.

„იმ დაავადებიდან გამომდინარე, რაც აფგანს აქვს, მისთვის შიმშილობა უკიდურესად საზიანოა, რადგან იზრდება კომაში ჩავარდნის საშიშროება“, - განუცხადა ჟურნალისტებს მუხთარლის ცოლმა ლეილა მუსტაფაევამ.

მისივე თქმით, 23 სექტემბერს საღამოს, როცა ადვოკატმა ზიბეიდა სადიგოვამ გადაწყვიტა აფგან მუხთარლის მონახულება, აღმოჩნდა, რომ ის კარცერში ჰყავდათ გადაყვანილი.

ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, აფგან მუხთარლის ადვოკატებმა უკვე მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს.

„საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწევთ პასუხი აგონ, თუ აფგანის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, რადგან ის ქართველი ჩინოვნიკების მიერ იყო უკანონოდ გატაცებული და აზერბაიჯანს სწორედ ამ გზით გადასცეს, აზერბაიჯანის ხელისუფლების მოთხოვნით“, - განაცხადა ჟურნალისტის მეუღლემ.

შეგახსენებთ, 2014 წელს საქართველოში ემიგრირებული აფგან მუხთარლი 2017 წელს თბილისიდან გაიტაცეს და მისი ნების საწინააღმდეგოდ, ბაქოში ჩაიყვანეს, სადაც აზერბაიჯანის ოფიციალურ სტრუქტურებს ჩააბარეს.

2018 წლის იანვარში ბაქოში სასამართლომ მუხთარლის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, საზღვრის უკანონოს გადაკვეთის, კონტრაბანდისა და ხელისუფლების წარმომადგენელთათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით.

საქართველოში მუხთარლის გატაცების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია, ამასთან, გამქრალია სთვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადაც მუხთარლის გატაცების არეალია დაფიქსირებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42