დაინტერესდება თუ არა გამოძიება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილით?
პოლიტიკა - 17:29, 23 Sep, 2019     1809
შეწყალების სკანდალი - მას შემდეგ რაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, დიმიტრი გაბუნიამ პატიმრების სადავო ამნისტიის თემასთან კავშირი საჯაროდ უარყო და ხელი ქვეყნის პირველი პირისკენ და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილისკენ გაიშვირა, ანგი ხუციშვილის მიმართ მედიის ინტერესი არ ცხრება.

ბოლო რამდენიმე საათია "ნიუპოსტი" ხუციშვილთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. დუმს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიც.

გაბუნიამ კი, რომელიც ჟურნალისტებს ბოლო რამდენიმე დღეა ემალება, დღეს პარლამენტში ხმაურიანი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ პატიმართა შეწყალების საკითხი მასთან სამსახურეობრივად კავშირში არ არის და ამაში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია. როგორც გაბუნია აცხადებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებობს შესაბამისი დეპარტამენტი, რომელსაც თავისი კურატორი ჰყავს და ეს სწორედ ანგი ხუციშვილია.

გაბუნიასვე თქმით, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე თვეების განმავლობაში შესაწყალებელ პატიმართა სიის შედგენაში იღებდა მონაწილეობას.

„არსებობს შეწყალების დეპარტამენტი, რომელსაც ჰყავს თავისი კურატორი ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, რომელიც, ჩემი ინფორმაციით, თვეების განმავლობაში იყო დაკავებული თავიდან ბოლომდე ამ სიის შედგენით. მიბრძანდება ეს ადამიანი გამოძიებაში“- თქვა გაბუნიამ.

რაც შეეხება უშუალოდ ანგი ხუციშვილს, 32 წლის იურისტის შესახებ ვრცელი ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი.

რამდენიმე თვეა, ხუციშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობას ასრულებს.

ცნობისთვის, მძიმე დანაშაულებებისთვის მსჯავრდებული პირების შეწყალების საქმეში დიმიტრი გაბუნიას გვარი "ევროპულმა საქართველომ" გააჟღერა.

ირმა ნადირაშვილმა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით თქვა, რომ სწორედ გაბუნიასთან გვარდებოდა ფინანსური საკითხი. მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ შეწყალებულთა შორის მყოფი რამდენიმე პირის ინტერესებს სწორედ ადვოკატი დიმიტრი გაბუნია იცავდა.

შეგახსენებთ, მარიამობის დღესასწაულზე სალომე ზურაბიშვილმა 34 ადამიანი შეიწყალა. მედიამ გაარკვია, რომ პრეზიდენტის შეწყალებულთა შორის არის 20 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე.

პრეზიდენტმა შეიწყალა ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა.

ამასთან, როგორც ირკვევა, პრეზიდენტმა მკვლელობაში მსჯავრდებულების გარდა ნარკორეალიზატორებიც შეიწყალა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42