რუსეთმა გალში „რბილი ძალა“ გააქტიურა - ხალხს რუსული უნივერსიტეტის ფილიალის გახსნას ჰპირდებიან
პოლიტიკა - 14:00, 23 Sep, 2019     780

Democracy & Freedom Watch-ის ინფორმაციით, ორგანიზაციის „ევრაზიის სახალხო კავშირი“ თავმჯდომარე ტატიანა პოლოსკოვა გალში, რომელიმე რუსული უმაღლესი სასწავლებლის ფილიალის გახსნის ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ მან გალის რაიონის ერთ-ერთ ქართულ სკოლაში, მასწავლებლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს სწავლებისთვის თანაბარი პირობები და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გალელებისთვის უფასო კვოტები, კარგი იქნებოდა რუსული უმაღლესი სასწავლებლის ფილიალის გალში გახსნა. ზოგს არ შეუძლია სახლისგან შორს, სოხუმში წასვლა, აქ კი ადგილზე შეეძლებათ სწავლა და თან სრულყოფილ დიპლომის მიიღება“, – განაცხადა პოლოსკოვამ.

პოლოსკოვამ რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს ფულადი ჯილდო გადასცა – 12 ათასი რუსული რუბლის (დაახლ. 550 ლარი) ოდენობით თითოეულს.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ რუსული ენისა და ლიტერატურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილითვის. 2020 წლისთვის ვგეგმავთ საგრანტო კონკურსების გამოცხადებას, რათა მეტი სტიმული გქონდეთ. ველოდებით თქვენგან ინიციატივებს. ჩვენ გვსურს რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავუწიოთ დახმარება. ახლახანს ოჩამჩირეში 7 ოჯახს სკოლის ფორმები შევუძინეთ, ასევე აფხაზეთ-საქართველოს ომში დაზარალებული ვეტერანებისთვის ვგეგმავთ ეტლების ჩამოტანას“, – აღნიშნა მან.

გარდა ამისა, გალში მრგვალი მაგიდა გაიმართა საგანმანათლებლო საკითხებზე, სადაც საუბარი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პოპულარიზაციას შეეხო.

„არიან ბავშვები, რომლებიც სკოლას ტოვებენ და სწავლას არ აგრძელებენ უმაღლეს სასწავლებლებში. ამიტომ საჭიროა პროფესიული სასწავლებლის პოპულარიზაცია. ჩვენ გვაქვს გალის საგანმანათლებლო კოლეჯში რამდენიმე პროფესიული მიმართულება. ვაპირებთ შეხვედრები გავმართოთ გალის სხვასხვადასხვა სოფლების სკოლებში და გავეცნოთ მოსწავლეთა ინტერესებს“, – განაცხადა რაიონული განყოფილების მეთოდისტმა პაატა გამახარიამ.

ამავე შეხვედრაზე გადაწყდა, რომ გალის ჰუმანიტარულ კოლეჯს დაემატება კონდიტერის, ელექტრიკოსის და შემდუღებლის მიმართულებები.

საყურადღებოა, რომ გალის სკოლების კურსდამთავრებულების მიერ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებაზე საუბარი ჯერ კიდევ წინა სასწავლო წლის დასასრულს დაიწყო.

გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ აღნიშნა, რომ ქართულ უმაღლესებში აფხაზეთიდან, ძირითადად – გალიდან, წასულ სტუდენტებს რევანშისტებად ამზადებენ, ამიტომ საჭიროა მათი რიცხვის შემცირება.

„სამწუხაროდ, გალის სკოლების კურსდამთავრებულები სასწავლებლად საქართველოს უნივერსიტეტებში მიდიან, სადაც მათ მომავალ რევანშისტებად ამზადებენ. ეს საკითხი დღეს ჩვენთან საკმაოდ მწვავედ დგას. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებებს ისე, რომ არ დავარღვიოთ ადამიანის განათლების მიღების უფლება და მაქსიმალურად შევამციროთ იმ აბიტურიენტების რიცხვი, რომლებიც სწავლას საქართველოში გააგრძელებენ. ჩვენ ვთანამშრომლობთ აფხაზურ უნივერსიტეტებთან, სადაც ისინი გალის რაიონის კურსდამთავრებულებს უფასო ფაკულტეტებზე ღებულობენ. ასევე საუკეთესო სტუდენტებს ვაძლევთ სტიპენდიას, რათა შევქმნათ კონკურენტუნარიანი გარემო იმ შეთავაზებებთან, რომელსაც ქართული მხარე აკეთებს.

„ეს ყველაფერი თავის შედეგს იძლევა. თუ წინა წელს 20-მდე კურსდამთავრებულმა გააგრძელა აფხაზეთის უნივერსიტეტში სწავლა, წელს ეს რიცხვი 26-მდე გაიზარდა. ვფიქრობ, ეს რაოდენობა თანდათან გაიზრდება. რა თქმა უნდა, ჩვენ დაგვჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა, ამის გარეშე ვერაფერს გავხდებით. ეს არის გალის მოსახლეობის აფხაზებთან ინტეგრაციის პროცესის შემადგენელი ნაწილი“, – განაცხადა ნადარაიამ.

ცნობისთვის, სწორედ ამავე მოტივით, აბიტურიენტებს წელს ე.წ. საზღვარი, გამოცდებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაუკეტეს, თუმცა მათმა უმეტესობამ მაინც მოახერხა გამოცდაზე გასვლა. საქართველოს მთავრობამ კი საპასუხოდ ყველა აბიტურიენტი, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დარეგისტრირდა, მიუხედავად გამოცდაზე მიღებული შეფასებისა, უკონკურსოდ ჩარიცხა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42