შაქარაშვილი: "სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაში "ქართული ოცნების" წვლილი საერთოდ არ არის..."
პოლიტიკა - 11:51, 23 Sep, 2019     6691
„ქართული ოცნებიდან“ წასული, თბილისის საკრებულოს წევრი ვატო შაქარაშვილი "ნიუპოსტთან" ამბობს, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველს ზურგი აქცია.

შაქარაშვილი ქვეყნის პირველი პირის სკანდალურ შეწყალებაზე საუბრისას ზურაბიშვილის მორალზე ალაპარაკდა და სამართლებრივი რეაგირებაც მოითხოვა, თუმცა მკაფიო პოლიტიკური შეფასება მაინც არ გააკეთა.

მეტიც: ზურაბიშვილი, რომლის საარჩევნო კამპანიაში დეპუტატი პირადად იყო ჩართული, ბოლომდე არ გაწირა და იმპიჩმენტზე საუბრისგან თავი შეიკავა.

"ქართული ოცნების" ყოფილმა თანამებრძოლმა, პრეზიდენტსა და მისი მრჩევლის, დიმიტრი გაბუნიას ე.წ. კრიმინალურ სამყაროსთან შესაძლო კავშირზე დასმულ კითხვას "ნაციონალების ნარატივი" უწოდა და საკითხზე კომენტირებისას, შეიძლება ითქვას, არც მწვადი დაწვა და არც შამფური.

"შეწყალების საკითხი სასწრაფდოდაა გამოსაძიებელი. არა მგონია, უბრალო გადაწყვეტილებასთან გვქონდეს საქმე. შეუძლებელია, 34 შეწყალებულში 3-4 და შეიძლება მეტიც, უმძიმეს დანაშაულში მსჯავრდებული იყოს. უმკაცრეს პასუხისგებაში არიან მისაცემები...

ჩემი აზრით, მეორე დანაშაულია მორატორიუმის გამოცხადება. იმის გამო, რომ ვიღაცამ თავისი მოვალეობა არ შეასრულა, ან არაკეთილსინდისიერად შეასრულა, რატომ უნდა დაისაჯოს ის პატიმარი, ვისაც დანაშაული გააზრებული აქვს და რესოციალიზაციას იმსახურებს პრეზიდენტისა თუ მისი ადმინისტრაციის სავარაუდო კორუფციის თუ შეცდომის გამო?! პრინციპში შეცდომაც არ ჰქვია ამას, უფრო მძიმე შეფასება უნდა მიეცეს"- განაცხადა ვატო შაქარაშვილმა.

დეპუტატმა, რომელმაც კორუფცია არ გამორიცხა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის შესაძლო დანაშაულზე საუბარი არ ისურვა.

"ჰაერზე კონკრეტული ადამიანების დასახელებას არ ვაპირებ... მე არ ვგავარ უპასუხისმგებლო ოპოზიციას. ვამბობ, რომ საქმე აუცილებლად უნდა გამოიძიონ. პოლიტიკურ შეფასებას რაც შეეხება, გეუბნებით, რომ ეს არის ძალიან მძიმე პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი და სამართლებრივი პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს, მაგრამ ეს ჩემი შეფასების საგანი არ არის"- უთხრა "ნიუპოსტს" დეპუტატმა.

ვატო შაქარიშვილის თქმით, "სალომე ზურაბიშვილს არჩევნები საზოგადოებამ მოაგებინა და არა რომელიმე პარტიამ", მეტიც - დეპუტატმა ზურაბიშვილის გამარჯვებაში "ქართული ოცნების" წვლილი საერთოდ უარყო:

"ყველაზე ცუდი ის არის, რომ საზოგადოებას, რომელმაც ის პრეზიდენტად აირჩია ამ გადაწყვეტილებით შეურაცხყოფა მიაყენა.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ზურაბიშვილი იყო "ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატი, ხოლო როცა საშიშროება იყო რევანშისტული ძალა დაბრიუნებულიყო, მოხდა საზოგადოების კოსნოლიდირება. ხალხი მიშას წინააღმდეგ შეიკრა, მაშინ ეს გზა ზურაბიშვილზე გადიოდა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ბილბორდებმა მოიგო არჩევნები, ძალიან ცდება. ზურაბიშვილის გამარჯვებაში "ქართული ოცნების" წვლილი საერთოდ არ არის. წვლილი მიუძღვის ქართულ საზოგადოებას, რომელსაც ზურაბიშვილმა ამ გადაწყვეტილებით ზურგი აქცია"- გვითხრა შაქარაშვილმა თუმცა მოსალოდნელ იმპიჩმენტზე პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.

"გეუბნებით, უნდა ჩატარდეს გამოძიება და ეს უსასრულოდ არ უნდა გაგრძელდეს. მანამდე კი საზოგადოებას ნამდვილად აქვს უფლება ეჭვი შეიტანოს ამ გადაწყვეტილების (შეწყალების) კანონიერებაში. თუ ვერ მივიღეთ გამოძიებისგან პასუხი მერე ვიმსჯელოთ ამაზე (იმპიჩმენტზე). პროცედურებზე მეტად ჩემთვის მორალური მხარეა მნიშვნელოვანი. მორალურად ამ ყველაფრის გამართლებას ვერავინ იპოვის"- დასძინა შაქარაშვილმა.

საკრებულოს დეპუტატი გამორიცხავს, რომ სასტიკ დანაშაულებში მსჯავრდებულების ამნისტიით გათავისუფლება ე.წ. კრიმინალურ სამყაროსთან გარიგების შედეგად მოხდა.

"ჭორაობა... ნაციონალური მოძრაობის ნარატივზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მჭირდება ფაქტები. ენმ-ს ბოდვაზე კომენტარებს ვერ გავაკეთებ" - აღნიშნა შაქარაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42