1 კვ.მ მიწა 18 თეთრის სანაცვლოდ - სოფელ რენეს მოსახლეობა ხელისუფლებას მუქარასა და შანტაჟში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 13:13, 22 Sep, 2019     1698
შიდა ქართლში, სოფელ რენეს მოსახლეობა ხელისუფლებას მუქარასა და შანტაჟში ადანაშაულებს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ გაზისა და ნავთობის კორპორაციის წარმომადგენლები მათ აიძულებენ, 1 კვ.მ მიწის ფართობი 18 თეთრის სანაცვლოდ დათმონ.

როგორც "ნიუპოსტს" ადგილობრივმა მცხოვრებმა ალექსი მელაძემ განუცხადა, მოსახლეობის დიდ ნაწილს ხელშეკრულებებზე ხელი იძულებით უკვე მოაწერინეს, მათ კი დაემუქრნენ და უთხრეს, რომ სამართლებრივი დავის დაწყების შემთხვევაში ვერაფერს გახდებიან.

"არ დავთმობთ მიწებს ასეთ მიზერულ თანხად, ჩვენ კანონიერი მესაკუთრეები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი უფლებები დავიცვათ. უკვე რამდენჯერმე იყვნენ გაზისა და ნავთობის კორპორაციის წარმომადგენლები და დააშინეს მოსახლეობა. მოვითხოვთ, ყურადღება მოგვაქციოს ქვეყნის ხელისუფლებამ, რადგან, დიდი ალბათობით საქმე გვაქვს კორუფციასთან",-აცხადებს ალექსი მელაძე.

გაზისა და ნავთობის კორპორაციაში მოსახლების დაშინების ფაქტს უარყოფენ, თუმცა ადასტურებენ, რომ მათ ერთ კვადრატულ მეტრში ნამდვილად 18 თეთრს სთავაზობენ. პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაადგინა. მათივე ინფორმაციით, კორპორაცია ლეხურა-სვენეთის მონაკვეთზე ცენტრალური გაზსადენის რეაბილიტაციას გეგმავს და მოლაპარაკებებს მიწების დროებით სარგებლობაში გადაცემაზე მოსახლეობასთან ამიტომ აწარმოებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42