მორიგი დოპინგ-სკანდალი - რუსეთი შესაძლოა არც 2020-ის ოლიმპიადაზე დაუშვან
სპორტი - 11:36, 22 Sep, 2019     3029

რუსეთი შესაძლოა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე არ დაუშვან. მიზეზი მოსკოვის ანტიდოპინგური ლაბორატორიის მონაცემების გაყალბებაა, რომელიც რუსეთმა მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) ბოლო 18 თვის განმავლობაში გადაუგზავნა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ გზით, რუსული მხარე დოპინგის სისტემატური გამოყენების დამალვას ცდილობდა.

გამოძიების შედეგებს WADA ტოკიოში 23 სექტემბერს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე გამოაქვეყნებს და რუსეთის ანტიდოპინგური სააგენტოსთვის აკრედიტაციის შეჩერებაზეც იმსჯელებს.

ივლისში WADA-მ შეისწავლა მოსკოვის ანტიდოპინგური ლაბორატორიის მონაცემთა ბაზა და შეადგინა 298 სპორტსმენის სია, რომლებიც ანტიდოპინგური წესების დარღვევაში არიან ეჭვმიტანილები. სპორტსმენების სახელები უცნობია.

ლაბორატორიის მონაცემთა WADA-ში გაგზავნა რუსეთის ანტიდოპინგური სააგენტოს სტატუსის შენარჩუნების ერთ-ერთი პირობა იყო. რუსეთის ანტიდოპინგური სააგენტოს აკრედიტაცია 2018 წლის სექტემბერში აღუდგა.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე (რიო-დე-ჟანეირო) ანტიდოპინგური სკანდალის გამო რუსეთის ნაკრების მძლეოსანთა ნაკრები არ დაუშვეს, ხოლო 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე (ფიონგჩანგი) რუსეთის ნაკრები საერთოდ მოიხსნა და რუსი სპორტსმენები ნეიტრალური დროშის ქვეშ გამოდიოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42