8 მილიონი ევრო საქართველოს ენერგეტიკული რეფორმების გატარებისთვის გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა (KfW) გამოყო
პოლიტიკა - 10:51, 22 Sep, 2019     369
გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) საქართველოს ენერგეტიკული რეფორმების განხორციელებისთვის რვა მილიონ ოთხას ორმოცი ათასი ევროს ოდენობის გრანტით დაეხმარება. შესაბამისი ხელშეკრულება ეკონომიკის სამინისტროში გაფორმდა, რომელსაც ხელი ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა და KfW-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა, კალაუს ვიგელმა მოაწერეს.

ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმის (NIP) ფარგლებში გრანტის გამოყოფის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „ენერგეტიკულ გაერთიანებაში" გაწევრიანების შედეგად აღებული ვალდებულებების შესრულებისა და ენერგეტიკის სექტორში ენერგოეფექტურობის საკანონმდებლო ბაზის (ევროკავშირის ენერგოეფექტურობის ძირითადი დირექტივების, ენერგოეფექტურობის დირექტივის 2012/27/EU და შენობების ენერგეტიკული მახასიათებლების დირექტივის 2010/31/EU დებულებების იმპლემენტაცია), განახლებადი ენერგიების საკანონმდებლო ბაზის დანერგვასა და ბაზრის რეფორმის განხორციელებაში.

„ეს დახმარება მოიცავს ქვეყნის მხარდაჭერას ენერგეტიკული რეფორმების განხორციელებაში, არის სხვადასხვა მიმართულებები, მათ შორის ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგიები, საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და მიგვაჩნია, რომ ეს დახმარება იქნება ძალიან პროდუქტიული იმ მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევად, რაც რეფორმების კუთხით გვაქვს დაგეგმილი" - აღნიშნა ხელმოწერის დასრულების შემდეგ დავით თვალაბეიშვილმა.

მისი განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმა (GESR)" გულისხმობს 2018-2021 წლებში ენერგეტიკის სექტორში ფუნდამენტალური რეფორმების ჩატარებას კონკრეტულად განსაზღვრული პოლიტიკის გატარებით, რაც ითვალისწინებს ქვეყანაში ენერგოეფექტურობის პოლიტიკის განხორციელებას სტრატეგიული ხედვის, ინსტიტუციონალური ჩარჩოსა და ფინანსური მექანიზმების ჩამოყალიბებით. შესაბამისად, KfW-სთან ხელმოწერილი ტექნიკური დახმარების პროექტი წარმოადგენს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მხრადაჭერით მიმდინარე „საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის - (GESR)" ოთხწლიანი პროგრამის დამატებით ინსტრუმენტს.

მნიშვნელოვანია, რომ ტექნიკური დახმარების პროექტი უზრუნველყოფს საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ჩარჩოს ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებაში ხელშეწყობას, ენერგოეფექტურობის სტანდარტების განსაზღვრას, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების სისტემის ჩამოყალიბებას, შესაძლებლობათა გაძლიერებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების დანერგვის პარალელურად, რაც სამომავლოდ უზრუნველყოფს მშენებლობისა და არსებული შენობების რეაბილიტაციის წარმოებას ენერგოეფექტური სტანდარტების გათვალისწინებით.

ტექნიკური დახმარების პროექტის განხორციელებაში ეკონომიკის სამინისტროს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) დაეხმარება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42