რამდენიმე დღის წინ, რუსთაველზე კარავი გაშალა ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული სასულიერო პირის, მამა გიორგი მამალაძის ძმამაც. დღეს კი პარლამენტთან „გავრილოვის პატიმრების“ კარვი გაშლეს. აქციას როგორც მაჩალიკაშვილი ასევე მამალაძეც შეუერთდნენ.
მედიასთან საუბრისას თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ თქვა, რომ "მისი ბრძოლა უშედეგო არ არის".
"ჩემი ბრძოლა უშედეგო არ არის. აი, შედეგი, ხომ ხედავთ ამ ხალხს. ამ ქვეყნის, ქართული საზოგადოების 70% ჩემს გვერდით რომ დადგა. შედეგი ეს არის! აქამდე იყო ერთი კარავი თემირლანის საქმესთან დაკავშირებით, გვერდით გაიშალა კარავი გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით, ეხლა ეს მესამეა - გავრილოვის პირადი პატიმრების, ივანიშვილის პატიმრების კარავი. კიდევ ბევრი კარავი დაემატება"- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
მისი თქმით, ოქტომბრის ბოლოს სამოქმედო გეგმას გააცნობს საზოგადოებას:
"ოქტომბრის ბოლოს მოვამთავრებ ჩემი ხელმოწერების მოგროვებას. შემდგომში გავაკეთებ განცხადებას, რომ ხალხი გამოვიდეს. დავაანონსებ აქციას. იმ ხალხს, რომელსაც მე დავუძახებ და რომელიც გამოვა გარეთ, ისინი უკვე სახლში არ წავლენ, სანამ ყველაფერს პასუხი არ გაეცემა თემირლანის საქმესთან დაკავშირებით“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






