თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე კრწანისის ტყე-პარკის დასუფთავების ღონისძიებაში მონაწილეობდა
პოლიტიკა - 16:57, 21 Sep, 2019     671
თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კრწანისის ტყე-პარკში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდა.

დასუფთავების აქციის დაწყებამდე, მაია ბითაძემ იქ შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მინდა ერთი ისტორია გავიხსენო. 1999 წელს, როდესაც გარემოს დაცვის სამინისტროში დავიწყე მუშაობა, ვმუშაობდით „ნარჩენების შესახებ კანონზე", რომელიც მხოლოდ 2015 წელს მივიღეთ, სწორედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით - ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. მადლობა მათ მხარდაჭერისთვის. ისინი ათეული წლების განმავლობაში გვიწევდნენ დახმარებას, რათა იმ მომავალი თაობის ცნობიერება, რომელიც აქ იმყოფება, სხვაგვარი ყოფილიყო. მადლობა მინდა, ასევე გადავუხადო CENN–ს, რომელიც ჩვენი აქტიური პარტნიორია. CENN–ისა და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით, გასულ წელს თბილისში სეპარირებული ურნები განვათავსეთ, რაც ძალიან კარგად მუშაობს. არც ერთი იქ შეგროვებული ნარჩენი არ მიდის ნაგავსაყრელზე, არამედ მეორად პროდუქტად გადაქცევას, რეციკლირებას ექვემდებარება. აქ იმყოფებიან „თბილსერვისის“ წარმომადგენლები, ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ თბილისის ქუჩების მოვლა-დასუფთავებაზე. მე მოსახლეობის იმედი მაქვს, რომ ამ ადამიანების შრომა თუნდაც იმით დაფასდება, რომ დამატებით ნარჩენს არ გადავაგდებთ ჩვენს საცხოვრებელ გარემოში“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

კრწანისის ტყე-პარკში გამართულ დასუფთავების აქციაში სხვადასხვა სკოლა და უნივერსიტეტი, მოხალისეები, კერძო კომპანიები და CENN–ის კამპანიის - „გარემოს გულისათვის“ პარტნიორი ორგანიზაციები მონაწილეობდნენ. გარემოსდაცვითი აქცია არასამთავრობო ორგანზიაცია CENN–ის ორგანიზებით და USAID–ის მხარდაჭერით, გაიმართა. ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და თბილისის მერიასთან პარტნიორობით.

კრწანისის ტყე-პარკში, ასევე, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუთი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოსო პავლიაშვილი და CENN–ის ხელმძღვანელი ნანა ჯანაშია იმყოფებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42