აქციის ორგანიზატორთა თქმით, ისინი რუსთაველზე დარჩებიან მანამ, სანამ უკანონოდ დაკავებული პოლიტ. პატიმრები საპყრობილეს არ დატოვებენ.
ცნობისთვის, რუსთაველზე 500 დღეზე მეტია ღამეს ათევს სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი.
2 დღის წინ პარლამენტთან კარავი გაშალა ე.წ. ციანიდის საქმეზე მჯავრდებული სასულიერო პირის, მამა გიორგი მამალაძი ოჯახმა. მათი თქმით მამა გიორგის ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშაა.
რაც შეეხება დღეს დადგმულ კარავს, როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, დაკავებულები ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმრები არიან.
აქციას უერთდება არასამთავრობო ირგანიზაცია „აშშ-ის მხარდამჭერთა ლიგა“ და მისი წარმომადგენელი ირაკლი კიკიანი, ასევე აქ იმყოფება პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი და „გავრილოვის პატიმრების“ უფლებადამცველი ვახტანგ იაშვილი.
"კარვის გაშლა არის პროტესტის ფორმა, რომელიც დაიდგა როგორც "გამარჯვებული საქართველოს", ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია ამერიკის მხარდამჭერთა ლიგისა და ორგანიზაცია "გავრილოვის პატიმრების" ინიცატივით. ეს კარავი არ დაიდგა ირაკლი ოქრუაშვილისთვის, ეს დაიდგა ყველა პოლიტპატიმრისთვის და ყველა ოპოზიციური პარტიის ვალდებულებაა მოვიდნენ აქ და გამოხატონ პროტესტი. აქ ვიქნებით ჩვენ, ყველანი. ჩემი პარტიის წევრები, გვექნება ყოველდღიური შეხვედრები სხვადასხვა ადამიანებთან, პოლიტიკოსებთან, რათა ამ სისხლიან ხელისუფლებას შევაგნებინოთ, რომ 21-ე საუკუნეში პოლიტპატიმრები და ადამიანები, რომლებსაც ეს ქვეყანა უყვართ, არ უნდა ისჯებოდნენ", - განაცხადა ჩალაგაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






