თაკო ჩარკვიანი - „სესხი მხოლოდ ბიზნესმენის პატიოსნებაზე და შრომაზე მეტყველებს... ესენი ბანკირები კი არა, მევახშეები არიან“
პოლიტიკა - 14:19, 21 Sep, 2019     1003
პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში იმ დოკუმენტს აქვეყნებს, რომლითაც მის მეუღლეს სესხი აქვს აღებული და წერს, რომ პატიოსანი ბიზნესმენისთვის სესხი კომპრომატი არ არის.
„ხაზარაძის პარტიის წევრი ქეთევან ენუქიძე დებს ჩემი მეუღლის მიერ გამოტანილი სესხის დოკუმენტს (ბანკიდან სესხი 2014 წლს, „ქართუდან“ და მაღალი პროცენტის გამო, გადასულია ჩემი მეუღლე „ჰალიკ ბანკში“, უკეთესი პირობების გამო), თაკო ჩარკვიანი ბანკირ ხაზარაძეს მევახშედ რატომ მოიხსენიებსო?! (ცხადია, ბიზნესისთვის, ადამიანებს გამოაქვთ სესხი) და რას ხედავს ამაში ცუდს, ვერ ვიგებ, ენუქიძე, მთელ საქართველოს სესხი აქვს გამოტანილი, განსაკუთრებით წესიერ ბიზნესმენებს და საერთოდ, ადამიანებს აქვთ სესხები ბანკებში (თან ინფლაციაა წარმოუდგენელი) და არა - ბიუჯეტის ქურდებს, მომპარავს რად უნდა სესხი, როცა ხალხის ფულით იკვებებიან, ჯერ ერთი, დიდ მადლობას ვეუბნები ამ ქალბატონს რეკლამისთვის - ფიარისთვის, უფრო დიდ რეკლამას ვერ გაუკეთებდა ჩვენს ოჯახს, რადგან სწორედ ამას ვამბობ და ვყვირი, რომ ბანკირები კი არა, მევახშეები არიან-მეთქი და ადამიანებს, მეწარმეებს, ბიზნესმენებს უუუუმაღლეს პროცენტს ახდევინებენ, ხალხს სისხლს უშრობენ- მეთქი, დიახ, აკი, ვამბობ და გმადლობთ, რომ ხალხს გააგებინეთ, რომ ჩვენს ოჯახს წესიერი, ნამუსიანი ფული აქვს, მშრომელ კაცს რომ ეკადრება, ისეთი და ამიტომ ვიცი ზუსტად და საკუთარ მხრებზე “გამომიცდია”, ბანკირები არიან “ზოგიერთნი” თუ მევახშეები.დიახ, მევახშეა ხაზარაძე და რუსული ფულით ცხოვრობს (ნახეთ, ალბათ, დოკუმენტი-კონტრაქტები ხაზარაძისა), დიახ მევახშეა ზურაბიშვილის, ანუ ანტისახელმწიფოებრივი აზროვნების პრეზიდენტის მხარდამჭერი და ამ ბინძურ სისტემასთან 25 წელია შეზრდილ-შესისხლხორცებული, ხალხის ფულით გამდიდრებული ტიპური ოლიგარქი - მევახშე, ამას არ სჭირდება დიდი მტკიცება და ტლიკინი!სესხი გვქონია ბანკებში, თურმე (ამჟამად „ჰალიკ ბანკში“ უკეთესი პირობების გამო) და რაა მერე? - წესიერ ბიზნესმენს და არა მომპარავს დიდი ბიზნესი, ევროპაშიც და აქაც, სესხით აქვთ, ეს კომპრომატია??არ ვიცოდი, საკრედიტო სესხი თუ კომპრომატი იყო. ჰოდა, საკრედიტო სესხი რომ კომპრომატი გგონიათ და თაღლითი მევახშე ნორმალური, იმიტომაც ვართ ეს ქვეყანა და გაღატაკებული ხალხი ამ დღეში.ჰოდა, ამიტომაც ვიცით, ვინ არის ბანკირი და ვინ არის მევახშე, კიდევ ერთხელ მადლობა მევახშე ხაზარაძის პარტიის წევრ „ქართულის მასწავლებელ“ ქ ენუქიძეს ჩვენი ოჯახის წესიერების გამომზეურებისთის, რადგან სესხი მხოლოდ ბიზნესმენის პატიოსნებაზე და შრომაზე მეტყველებს, ხოლო ამ ქალბატონის სიტყვები, როგორც და რა ლექსიკითაც ის მეტყველებს („გოთვერნებო, უკუღმა ფეხებით წამოღებულებო, კედელზე თავმირტყმულებო“, მომიტევეთ - „ტყ- ყ-ყყ“) და ასე შემდეგ, „ქართულის პედაგოგი“ არა და, უფრო ფსკერზე მყოფ მევახშეს შეეფერება. აკი, იპოვა თავისი ადგილი მევახშესთან! საქართველო - ხალხი მეცოდება ახალი მახისთვის, ახალი მევახშისთვის, თორემ „ესენი“... ტალახს ერთი კარგი მაგარი წვიმა ჩამორეცხავს!დიახ , მე და ჩემი ოჯახი ისე ვცხოვრობთ, როგორც ჩემი ხალხი!“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42