"გამოძიება დაიწყო, რაც მისასალმებელია, ვინაიდან პირველები ჩვენ ვიყავით, ვინც ეს გადაწყვეტილება გავაკრიტიკეთ, ახლა ჯერი გამოძიებაზეა და მან უნდა გაგვცეს პასუხები"- თქვა მდინარაძემ და იქვე დასძინა, რომ შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლება არის, თუმცა, არსებობს საკითხებიც, რომელსაც საზოგადოების აღშფოთება შეუძლია.
„როდესაც საზოგადოებაში კონკრეტული კითხვები არის, ამას კონკრეტული პასუხები სჭირდება. შეიძლება ექსკლუზიური უფლება არსებობს, მაგრამ არსებობს სხვა საკითხები, რასაც საზოგადოებში შეუძლია გამოიწვიოს აღშფოთება და სრულიად სამართლიანად, ამას თავისი პასუხები სჭირდება“, - განაცხადა მდინარაძემ.
დეპუტატი აღნიშნულ სკანდალში გაბუნიას შესაძლო მონაწილეობაზე და ქრთამის აღებაზე დასმულ კითხვაზე აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი გამოძიების დასადგენია:
„თქვენ ახლა მისვამთ შეკითხვას, რომელზეც გამოძიებამ უნდა გაგვცეს პასუხი. თეორიული დაშვების დონეზე შემიძლია ასი ვერსია გითხრათ. დღევანდელი ფაქტი და მოცემულობაა, რომ გამოძიება დაიწყო, რაც კარგია“, - აცხადებს მდინარაძე.
მასალის გამოყენების პირობები






