დავით ბაქრაძის განცხადებით : - ’’საქართველოს უსაფრთხოებისთვის და დეოკუპაციისთვის , ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის , ქართული დემოკრატიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ურთიერთობებს და ამ ურთიერთობების განვითარებას მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან . მე, შევხვდი სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ბატონ ჯორჯ კენდს ,კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელობას ვინც უშუალოდ მუშაობს საქართველოს საკითხებზე. ვისაუბრეთ სამ ძირითად მიმართულებაზე. რუსეთის მხრიდან ბოლო პერიოდში გადადგმულ მძიმე და პროვოკაციულ ნაბიჯებზე ,რომელიც უკავშირდება მავთულხლართების კიდევ უფრო გადმოწევას და ქართული მიწების მიტაცებას, დამატებითი პოსტების გახსნას, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერპექტივაზე და იმ მხარადჭერაზე ,რომელიც აუცილებელია ამ პროცესში შეერთებული შტატების მხრიდან . ამასთან ბევრი კითხვა იყო ქვეყანაში შიდა პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით თუ როგორ ხდება საარჩევნო სისტემის შეცვლა ,როგორი საარჩევნო გარემოა , რამდენად აქვს ოპოზიციას საშუალება თანაბარ პირობებში იბრძოლოს 2020- წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის’’ - განაცხადა დავით ბაქრაძემ
მასალის გამოყენების პირობები






