რამზან ახიადოვის ექსტრადირება - სესიაშვილი ოპონენტებს ტერორიზმის დამცველებს უწოდებს
პოლიტიკა - 20:48, 20 Sep, 2019     854
პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე რამზან ახიადოვის რუსეთში ექსტრადირებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გადაწყვეტილება არანაირ ეჭვს და კითხვებს არ ბადებს.


,,რამზან ახიადოვი ტერორისტია, დადასტურებულია, რომ ის ISIS-ის მებრძოლი იყო. ქართულმა მხარემ შეასრულა ის ვალდებულება, რომელიც ჩვენ ქვეყანას ნაკისრი აქვს საერთაშორისო შეთანხმებებით. ახიადოვი იძებნებოდა ინტერპოლის წითელი ცირკულარით და ჩვენ მოვახდინეთ შესაბამისი რეაგირება. რაც შეეხება იმას, რომ რუსეთში ადამიანის უფლებები არ არის დაცული - ეს ყველაზე უკეთ საერთაშორისო თანამეგობრობამ იცის. ამ კაცის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემაში მათ რომ რაიმე ტიპის საფრთხე დაენახათ, სტრასბურგის სასამართლო აუცილებლად გამოიყენებდა ინტერიმს, ანუ დროებით ღონისძიებას ექსტრადაციის შესაჩერებლად. რადგან მსგავსი არაფერი ყოფილა, ე.ი. ახიადოვის ექსტრადირების გადაწყვეტილება არათუ კანონიერი, არამედ ყველანაირად დასაბუთებულია" - განაცხადა სესიაშვილმა

რაც შეეხება ოპონენტების პრეტენზიებს სესიაშვილი აცხადებს, რომ სასაცილო და სრულიად ამორალურია, როდესაც ადამიანის უფლებების უხეშად დამრღვევი და ფეხ ქვეშ გამთელავი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ახლა ჩეჩენი რამზან ახიადოვის ექსტრადიციის საკითხზე წუხან. ამგვარი პროტესტი მიუღებელია მათგან, ვინც თავად აწამებდა ათასობით ადამიანს. ,,თუმცა, მათგან გასაკვირია არაფერია. რადგან თუ ჩვენს მოვახდინეთ ტერორისტის ექსტრადირება საქართველოდან, ჩვენმა, ტერორიზმის დამცველმა ოპონენტებმა, 2010 წელს, საქართველოში ახმედ ჩატაევი შემოიყვანეს, სხვათა შორის, გაყალბებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით" - განაცხადა სესიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42