"ძვირფასო რაულ ჯუმკოს ძევ!
მიიღეთ ჩემი გულითადი მილოცვა აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის საპასუხისმგებლო პოსტზე ხელმეორედ არჩევასთან დაკავშირებით.
აფხაზეთის მოქალქეები თქვენთან აკავშირებენ ცხოვრების დონის გაუმჯობესების, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში პოზიტიურ ცვლილებების, ქვეყნის მდიდარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების იმედებს.
ვიმედოვნებ, თქვენს მომავალ საქმიანობაში თქვენ, როგორც ადრე, მნიშვნელოვან ყურადღებას მიაქცევთ ქრისტიანული ტრადიციების შენარჩუნებას, თანამედროვეთა სულიერ-ზნეობრივ და პატრიოტულ აღზრდას, საზოგადოებაში კონსოლიდაციისა და ჰარმონიის განმტკიცებას.
გისურვებთ ჯანმრთელობას, ღვთის გულუხ წყალობას და წარმატებებს თქვენს საქმიანობაში, აფხაზეთის ხალხს კი კეთილდღეობასა და მშვიდობას.“- ნათქვამია მილოცვის ტექსტში.
აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქოს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული მილოცვის ტექსტი მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე არ იძებნება, თუმცა რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლების მხრიდან ამ ფაქტის უარყოფა არ მომხდარა. საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ რუსეთის პატრიარქის ამგვარი ქმედება გაუგებარია და აღიქმება სეპარატიზმის წახალისებად.
"მართალია, მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე არ იძებნება აფხაზეთის "პრეზიდენტისადმი" რუსეთის ეკლესიის მეთაურის მილოცვა, მაგრამ, ვინაიდან მათი მხრიდან არ მოხდა ამ ფაქტის უარყოფა, ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას:
აფხაზეთის მიწა-წყალი რომ ძირძველი ქართული ტერიტორიაა და იგი მხოლოდ საქართველოს საზღვრების ერთიანობაში უნდა იქნას აღქმული, ამას არც რუსეთის ეკლესია უარყოფს და აღნიშნულ სივრცეში საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას აღიარებს. ამ ფონზე მისი უწმინდესობის, კირილეს, ქმედება ჩვენთვის გაუგებარია და აღიქმება სეპარატიზმის წახალისებად, რაც ქართველებსა და აფხაზებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობისაკენ სწრაფვის შემაფერხებელია.
გამოვთქვამთ იმედს, რუსეთის ეკლესია პატივისცემით მოეპყრობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და, გამომდინარე ქრისტიანული სწავლებიდან, ხელს შეუწყობს საქართველოსა და რუსეთს, ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას."- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ფეისბუკზე საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ავრცელებს.
პატრიარქ კირილის მილოცვა ნამდვილად არ იძებნება რუსეთის საპატრიარქოს გვერდზე, თუმცა იძებნება 2014 წლის მილოცვა, როდესაც ხაჯიმბა პირველად იქნა ე.წ "პრეზიდენტის" პოსტზე არჩეული.
მასალის გამოყენების პირობები






