თბილისის მერიასა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
პოლიტიკა - 15:52, 20 Sep, 2019     599

თბილისის მერიასა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური დაამუშავებს ტრადიციულად გამოქვეყნებულ სტატისტიკას და დამატებით მონაცემებს, რომელიც მოიცავს: თბილისში საერთაშორისო ვიზიტორების და ტურისტების კლასიფიკაციას ვიზიტის ტიპების მიხედვით, მათ დანახარჯებს, დემოგრაფიას ქვეყნების მიხედვით, ვიზიტების მიზნობრიობას, განმეორებითი ვიზიტების რაოდენობას ქვეყნების მიხედვით, ძირითად აქტივობებს და თბილისის შესახებ ინფორმაციის მოპოვების წყაროებს. ამასთანავე, განისაზღვრება ტოპ 50 ინვესტორი დედაქალაქის მასშტაბით.

დედაქალაქის მერის მოადგილის განცხადებით, მემორანდუმი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეკონომიკურ დაგეგმვას.

„ქალაქის ეკონომიკური დაგეგმვისას, მისი ანალიზისა და შეფასებისას ძალიან მნიშვნელოვანია გვქონდეს ზუსტი სტატისტიკური მონაცემები. მემორანდუმის თანახმად, თბილისის მასშტაბით დაითვლება სხვადასხვა მონაცემი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ინფორმაცია იქნება საჯარო და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება მისი გამოყენება“, - აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ.

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, მემორანდუმის თანახმად, თბილისის მერია საქსტატს უზრუნველყოფს ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისთვის საჭირო პირველადი ინფორმაციით. თავის მხრივ კი, საქსტატი პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას თბილისის მერიას სხვადასხვა მიმართულებით.

„გარდა ამისა, მხარეები თანხმდებიან, რომ შექმნიან თემატურ სამუშაო ჯგუფებს, ასევე, სხვადასხვა პერიოდულობით ჩაატარებენ სამუშაო შეხვედრებს, რაც ხელს შეუწყობს ერთი მხრივ, ოფიციალური სტატისტიკის წარმოებას, ხოლო მეორე მხრივ, გადაწყვეტილების მიმღები პირების ინფორმირებულობას და მათ უზრუნველყოფას მათთვის საჭირო, სანდო და ობიექტური ინფორმაციით“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებაზე, დღესვე, წარადგინეს ინფორმაცია თბილისის დამატებითი სტატისტიკის შესახებ, რომელიც მოიცავდა ტურიზმის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, პროფესიული განათლების და შრომის ბაზრის მონაცემებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ანდრია ბასილაია, თბილისში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო საკონსულტაციო და ტურისტული კომპანიების, ბიზნეს სექტორისა და დარგობრივი სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42